„მგზავრებისა“ და TAHA-ს პირველი კოლაბორაცია  – „სახლი”

ქართულ მუსიკალური სივრცეში ახალი საინტერესო კოლაბორაცია გამოჩნდა.
გიგი დედალამაზიშვილი და Taha

ჯგუფმა „მგზავრები“ და ჰიპ-ჰოპ არტისტმა TAHA-მ (გიორგი იზორია) ერთობლივი სიმღერა ჩაწერეს, სახელწოდებით „სახლი“. ეს არის პროექტი, რომელიც სხვადასხვა ჟანრისა და თაობის არტისტებს აერთიანებს.

„მგზავრების“ ფრონტმენი გიგი დედალამაზიშვილი Billboard საქართველოსთან აღნიშნავს, რომ იდეა ამ კოლაბორაციის შესახებ დიდი ხანია, ჰქონდა, საბოლოოდ კი თანამშრომლობა ბუნებრივად შედგა.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ პირადად მე ყოველთვის ძალიან მომწონდა ის, რასაც გიორგი (TAHA) აკეთებს. ვფიქრობ, ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდაა, მისი შემოქმედება ყოველთვის გამოირჩევა სიღრმითა და გულწრფელობით.“

მუსიკოსების გზები პირველად თსუ-ს ღონისძიებაზე გადაიკვეთა, სადაც ერთად დაუკრეს. სწორედ იქ დაიწყო მათი პროფესიული ურთიერთობა, რომელიც, როგორც გიგი აღნიშნავს, ძალიან თბილად და ბუნებრივად ჩამოყალიბდა.

„მას შემდეგ სულ ვფიქრობდი, ხომ არ გაგვეკეთებინა რაიმე ერთად. ზოგადად ძალიან მიყვარს სხვადასხვა ჟანრის შერწყმა, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი კოლაბორაცია, რომელიც ერთი შეხედვით წარმოუდგენლიც კი ჩანს.“

საბოლოოდ, ამ ექსპერიმენტების იდეა ორივე არტისტისთვის საინტერესო აღმოჩნდა: 

„ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მანამდე არც მე მქონდა რაიმე დაწერილი და არც მას, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყეთ. სამუშაო პროცესში სამი-ოთხჯერ შევხვდით, თუმცა იშვიათია, ასე მარტივად და ბუნებრივად შეიქმნას რამე.“

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ სიმღერაში გამოყენებულია ქართული ფოლკლორული საკრავი ჭიპონი,  რომელიც არა მისი ტრადიციული, არამედ გათანამედროვებული ჟღერადობით არის წარმოდგენილი, რაც სიმღერას დამატებით ავთენტურობას და მრავალფეროვნებას სძენს.

„დიდი ხანია, მქონდა იდეა, რომ ეს ინსტრუმენტი სიმღერაში გამოგვეყენებინა, ოღონდ არა მისი სტერეოტიპული ფორმით. როცა გიორგი მოვიდა, ვკითხე, რას ფიქრობდა ამაზე. ჩვენმა ჯგუფის წევრმა, გუგამ, ჭიპონი აიღო, დაუკრა, ბიტი დავადეთ და სწორედ იქ დაიბადა სიმღერის ხასიათი. თითქოს თავისით მოვიდა სიმღერის ემოციაც. გვინდოდა თბილი სიმღერა შეგვექმნა, პირველ რიგში ჩვენთვის და შემდეგ  პოზიტივი გაგვეზიარებინა მსმენელისთვისაც.” – აღნიშნავს გიგი.  

ტექსტის შექმნის პროცესზე საუბრისას გიგი განსაკუთრებულად გამოყოფს TAHA-ს მუშაობის სტილს:

„გიორგი არის უნიჭერესი ადამიანი, ასე მარტივად და ასე სწრაფად ადამიანი მუშაობდეს ტექსტზე, მე არ მინახავს. პირველად რომ ჩაწერა, თავად არ მოეწონა, გადაწყვიტა, თავიდან დაეწერა და რამდენიმე წუთში სრულიად ახალი ტექსტი შექმნა, შევიდა და ჩაწერა. დღეს რასაც ვისმენთ, ფაქტობრივად ერთ წუთში დაწერილი ტექსტია.“ – გიგი დედალამაზიშვილი „მგზავრების” ფრონტმენი.

სიმღერასთან ერთად შეიქმნა ვიდეოკლიპიც, რომელიც ერთ დღეში, უწყვეტი კადრით გადაიღეს. კლიპი ფროდაქშენ კომპანია FILMORIUM PICTURES-ის და Zviad Kol-ის (ზვიად ციკოლიას) რეჟისორობით შეიქმნა. „ვიდეოზე ძალიან დიდი გადამღები ჯგუფი მუშაობდა და ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო – ზვიადს პირველ რიგში”. – აღნიშნავს გიგი.

8 მარტს „თეატრში“  „მგზავრების“ სოლო კონცერტია დაგეგმილი, სადაც სცენაზე მათთან ერთად TAHA-ც წარდგება, აუდიტორია კი ამ  კოლაბორაციას ცოცხლად პირველად  მოისმენს.

„ჩემთვის ძალიან ემოციურია ის ფაქტი, რომ სხვადასხვა თაობას წარმოვადგენთ; ჩვენ შორის 15 წელია სხვაობა. მიუხედავად ამისა, ერთნაირად ვფიქრობთ და ერთი სათქმელი გვაქვს. და ეს ძალიან ემოციურია ჩემთვის.“ – აღნიშნავს გიგი დედალამაზიშვილი ჰიპ-ჰოპ არტისტ TAHA-ზე  საუბრისას.

მოისმინეთ სიმღერა „სახლი” – „მგზავრებისა” და TAHA-ს კოლაბორაციული ნამუშევარი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

MAMAFLEX-ის ლაივი და ახალი ალბომის პრეზენტაცია კლუბში Mtkvarze

შემდეგი სტატია

KANA-BOON MADO UEMURA

KANA-BOON NARUTO-ს საუნდტრეკის, SILHOUETTE-ის ხელახალ წარმატებაზე და ბენდის ახალ შემადგენლობაზე BILLBOARD იაპონიის ყოველთვიურ ინტერვიუში საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი