ვინსენ გარსია Tatuza Jazz Club-ის სცენაზე

სანამ ვინსენ გარსია სცენაზე ავიდოდა, Billboard Georgia-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ვინსენ გარსია
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

27 და 28 მარტს Tatuza Jazz Club-ის სცენა ესპანური ჯაზის გამორჩეულმა ვარსკვლავმა, ვინსენ გარსიამ დაიკავა. ორდღიანი კონცერტის ფარგლებში მუსიკოსმა მსმენელს თანამედროვე ჯაზისა და ფანკის სინთეზი, მისთვის დამახასიათებელი ენერგიული შესრულება და უნიკალური ჟღერადობა გაუზიარა.

ვინსენ გარსია მუსიკალურ პლატფორმებზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბასისტია, მილიონობით სტრიმით და ასიათასობით გამომწერით. ის უკრავდა ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა Montreux Jazz Festival (შვეიცარია), North Sea Jazz Festival (ნიდერლანდები) და Pori Jazz Festival (ფინეთი).

სანამ ვინსენ გარსია სცენაზე ავიდოდა, Billboard Georgia-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა. მუსიკოსმა გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები თბილისის აუდიტორიაზე, იმ განსაკუთრებულ კავშირზე, რომელიც პერფორმანსის დროს იქმნება და გარემოზე, რომელიც Tatuza Jazz Club-ს გამოარჩევს:

„იცით, როგორ ხდება? თავიდან ხალხი ზის, სივრცეს აკვირდება… თუმცა შოუს შუა ნაწილიდან ტემპი ყოველთვის მატულობს. ჩვენი მუსიკა ჯაზია, მაგრამ მასში ბევრი ფანკი, ფიუჟენი და როკის ელემენტებიცაა. საბოლოოდ, ხალხი ფეხზე დგება და საღამო ენერგიულ შოუდ იქცევა,” – ამბობს ვინსენ გარსია. 

ვინსენ გარსია
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

Tatuza Jazz Club-ის შოუები მისი მსოფლიო ტურნეს ნაწილი გახდა, რომელიც მუსიკოსმა 2026 წლის იანვარში, ახალი ალბომის – Vivace-ის გამოცემის შემდეგ დაიწყო. სადებიუტო ნამუშევრის – Ventura-ს მსგავსად, ახალმა ალბომმაც კრიტიკოსებისა და მსმენელების დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

Billboard Georgia-სთან საუბრისას ვინსენ გარსიამ აღნიშნა, რომ ახალი ალბომის შთაგონების წყარო მისი 2025 წლის ტურნე გახდა. 

„პირველი ალბომის შემთხვევაში უფრო მეტი დრო მქონდა ფიქრისთვის და ბოლომდე არ ვიცოდი, ზუსტად რისი გაკეთება მინდოდა. ამ ალბომზე მუშაობისას კი უკვე ნათლად მქონდა წარმოდგენილი, როგორი კომპოზიციები უნდა დამეწერა. ეს არის ფანკის, ფიუჟენისა და ჯაზის მიქსი. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ბენდით – ლაივ შესრულებისას კომპოზიციებს უფრო თანამედროვე ჟღერადობას ვაძლევთ. კონცეფცია მარტივია: ფანკი, ენერგია და საკუთარი თავის გამოხატვა.”

ვინსენ გარსია
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

ვინსენ გარსიას თქმით, Tatuza Jazz Club-ის სცენაზე გამართული მუსიკალური შოუს განსაკუთრებულობას თავად სივრცე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს:

„Tatuza Jazz Club მართლაც მშვენიერი ადგილია და შესანიშნავი აკუსტიკა აქვს. ძალიან მიყვარს ისეთი სივრცეები, სადაც ხალხს შეგიძლია მოუწოდო, რომ წამოდგნენ, იცეკვონ, მუსიკას ენერგიულად აყვნენ. აქ ისეთი გარემოა, რომ ხედავ, ადამიანები როგორ უსმენენ მუსიკას, როგორ სიამოვნებთ შოუ. ძალიან მიყვარს ხალხისთვის თვალებში ყურება. ვფიქრობ, როცა ლაივში უკრავ, მხოლოდ ინსტრუმენტზე არ უნდა იყო ფოკუსირებული. რა თქმა უნდა, ინსტრუმენტზე დაკვრა და მისი ფლობა აუცილებელია, მაგრამ ხალხთან კავშირი უმნიშვნელოვანესია. უნდა გრძნობდე, გაქვთ თუ არა მსმენელს და შენ ემოციური და ენერგეტიკული კავშირი. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები და მუსიკა, მაგრამ არსებობს ფიზიკური ენერგიაც. ჩემთვის ეს კავშირი – თვალით კონტაქტი, ყველაფერია. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. სწორედ ამის შესაძლებლობას მაძლევს Tatuza Jazz Club-ის გარემო. იმედი მაქვს, აქ კიდევ ბევრჯერ დავუკრავ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Nini Iris-ის მომავალ  EP-ში ქართულენოვანი სინგლი – „გისმენ” შევა

შემდეგი სტატია

ჯეიმს ბლეიკმა Ye-ს ახალი ალბომიდან თავისი სახელის ამოშლა ითხოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი