ჯეიმს ბლეიკმა Ye-ს ახალი ალბომიდან თავისი სახელის ამოშლა ითხოვა

ბლეიკმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული პირად წყენასთან ან რეპერის გარშემო არსებულ სკანდალებთან.
ჯემს ბლეიკი
JOHN NACION/VARIETY

ბრიტანელმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა, ჯეიმს ბლეიკმა მოითხოვა, რომ რეპერ Ye-ს (კანიე უესტი) ახალი ალბომის, Bully-ს კრედიტებიდან მისი სახელი ამოიღონ.

ბლეიკმა საკუთარ პლატფორმა Vault-ზე უპასუხა ფანების ეჭვს იმის შესახებ, გამოიყენა თუ არა რეპერმა ხელოვნური ინტელექტი ალბომის დასკვნით ტრეკში – This One Here. 

პროდიუსერის თქმით, მას მიაჩნია, რომ საბოლოო ვერსიაში მისი შემოქმედებითი წვლილი აღარ იგრძნობა.

„ჩემი გაკეთებული ვოკალის დამუშავება და ტრეკის სტრუქტურა ნაწილობრივ შემორჩენილია, თუმცა მას ზემოდან სხვა ვოკალური პარტიები გადააწერეს,“ – განმარტა ბლეიკმა. „ჩემი ორიგინალი ვერსია სულ სხვა სულისკვეთების იყო. ახლანდელ ვარიანტში ჩემი პროდიუსირების კვალი თითქმის აღარ ჩანს.“

ბლეიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული პირად წყენასთან ან რეპერის გარშემო არსებულ სკანდალებთან: „ეს პირადი საკითხი არ არის. უბრალოდ არ მსურს, ჩემი სახელი დაკავშირებული იყოს ისეთ მუსიკასთან, რომლის საბოლოო შედეგზეც გავლენა არ მქონია. არ მინდა, სხვისი ნამუშევრის ავტორობა მივიწერო.“

Billboard-მა კომენტარისთვის Ye-ს წარმომადგენელს მიმართა.

This One Here-ის ადრეული ვერსიის პრემიერა 2022 წლის სექტემბერში, ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შედგა. ბლეიკმა და Ye-მ მანამდე ერთად იმუშავეს ტრეკზე – Talking, რომელიც უესტისა და Ty Dolla $ign-ის 2024 წლის კოლაბორაციულ ალბომში – Vultures-ში შევიდა.

კანიემ ალბომი Bully სტრიმინგ სერვისებზე 28 მარტს წარადგინა. ალბომს მსმენელები ერთი დღით ადრე ელოდნენ. ეს LP უესტის პირველი სოლო ალბომია 2022 წლის Donda 2-ის შემდეგ.

რაც შეეხება ჯეიმს ბლეიკს, გრემის მფლობელმა პროდიუსერმა თავისი ალბომი – Trying Times 13 მარტს გამოუშვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ვინსენ გარსია Tatuza Jazz Club-ის სცენაზე

შემდეგი სტატია

„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი