„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა

„სილქნეტისა“ და Tatuza Jazz Club-ის პარტნიორობა ჯაზის მოყვარულებს კიდევ ბევრ მასშტაბურ პროექტსა და აღმოჩენას ჰპირდება.

ჯაზის მოყვარულთათვის ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული მუსიკალური სივრცის – Tatuza Jazz Club-ის ოფიციალური პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანია „სილქნეტი“ გახდა. ეს თანამშრომლობა  ქვეყნის კულტურული ეკოსისტემის გაძლიერებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და ამავდროულად „სილქნეტის“ მრავალწლიანი ხედვის გაგრძელებაა.

კომპანია „სილქნეტი“ წლებია, მასშტაბურ პლატფორმებს ქმნის, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო კულტურულ სივრცეში პოზიციონირებას უწყობს ხელს, მათ შორის არის  მსოფლიო მნიშვნელობის კლასიკური მუსიკის „წინანდლის ფესტივალი” და  Billboard Georgia-ს დაფუძნება.

Tatuza Jazz Club, რომელიც სასტუმრო „ტელეგრაფის“ ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა, განსაკუთრებულ ისტორიას ატარებს: კლუბს ლეგენდარული ქართველი ჯაზმუსიკოსის, თამაზ ყურაშვილის (თათუზას) პატივსაცემად ეწოდა სახელი. მისი მრავალწლიანი ოცნება იყო, საქართველოში შექმნილიყო მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ჯაზკლუბი, ადგილი, სადაც მუსიკა, აკუსტიკა და ატმოსფერო ერთიან, სრულყოფილ გამოცდილებად იქცეოდა. სწორედ ამ იდეის მატარებელია – Tatuza Jazz Club.

კლუბის უნიკალურობას არა მხოლოდ მუსიკალური პროგრამა, არამედ მისი ტექნიკური მახასიათებლებიც განსაზღვრავს. მთავარი ასპექტი აკუსტიკაა, რომელიც ფრანგმა არქიტექტორმა და აკუსტიკოსმა ქსავიე ფაბრმა შექმნა, ხოლო ტექნიკური ნაწილი მსოფლიო ლიდერებმა – L-Acoustics-მა და Meyer Sound-მა უზრუნველყვეს. შედეგად, სივრცე ერთდროულად პასუხობს როგორც პროფესიონალი მუსიკოსების, ისე მელომანი მსმენელის სტანდარტებს.

Tatuza Jazz Club ყოველთვიურად დაახლოებით 25-მდე ღონისძიებას მასპინძლობს და უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ადგილი, სადაც ჯაზის მოყვარულები მუდმივად იკრიბებიან. კლუბის სცენა მასპინძლობს  როგორც საერთაშორისო აღიარების მქონე უცხოელ ჯაზმენებს, ისე გამორჩეულ ქართველ მუსიკოსებს, რომლებიც მსმენელს დაუვიწყარ მუსიკალურ სივრცეში ამოგზაურებენ. 

აღსანიშნავია, რომ Billboard საქართველო დაარსების დღიდან აქტიურად და დეტალურად აშუქებს კლუბის ყველა მნიშვნელოვან სიახლეს, ივენთსა და კონცერტს, რაც მუსიკალურ სამყაროში ამ სივრცის ცნობადობას კიდევ უფრო მეტად ზრდის, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო აუდიტორიაში. 

„სილქნეტისა“ და Tatuza Jazz Club-ის პარტნიორობა ჯაზის მოყვარულებს კიდევ ბევრ მასშტაბურ პროექტსა და აღმოჩენას ჰპირდება. ეს არის გარემო, სადაც ტრადიცია, ინოვაცია და თავისუფალი მუსიკა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯეიმს ბლეიკმა Ye-ს ახალი ალბომიდან თავისი სახელის ამოშლა ითხოვა

შემდეგი სტატია

DEENA - Crybaby

 DEENA-ს ახალი ტრეკი Crybaby

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი