DEENA-ს ახალი ტრეკი Crybaby

DEENA-ს ახალ რელიზში ასევე მონაწილეობს Didube Records-ის არტისტი K-ox / ნიკა სირაძე.
DEENA - Crybaby
DEENA – Crybaby

DEENA – ქართველი არტისტის, ელენე გიგანის მუსიკალური პროექტია, რომელიც 2022 წელს Didube Records-ზე სადებიუტო ალბომ Low Love-ის გამოშვებით დაიწყო. მისი მუსიკალური სტილი Trap, Pop და R&B ჟღერადობების გავლენას აერთიანებს.

არტისტის ახალი სინგლი Crybaby 1 აპრილს გამოვიდა, რომელშიც ასევე მონაწილეობს Didube Records-ის მეორე არტისტი ნიკა სირაძე, სასცენო სახელით Ko-x.

როგორც თავად DEENA Billboard საქართველოს უყვება, სიმღერის შექმნის ისტორია ორი წლის წინ სტუდიური იმპროვიზაციით დაიწყო და მას შემდეგ დასრულდა, რაც არტისტმა ძველ ჩანაწერებს გადახედა: 

„Crybaby-ს ბითი ორი წლის წინ დავწერე. იმ დღეს სტუდიაში Ko-x მოვიდა. როგორც კი ინსტრუმენტალი მოისმინა, ტექსტი მოაფიქრდა და ვოკალიც მაშინვე ჩაწერა. ის პირველი ემოცია, მელოდია და ტექსტი ტრეკს დღემდე უცვლელად შემორჩა.

დაახლოებით ერთი წლის წინ მე და კომპოზიტორი და პროდიუსერი ნიკა ფასური (რომელიც ამასთანავე სიმღერის co-producer-იც გახლავთ) შემთხვევით გადავაწყდით ფაილს, რომელშიც ამ ტრეკის სკეტჩს მივაგენით. როგორც კი მოვისმინეთ, Ko-x-ს დავუკავშირდით და სინგლზე მუშაობა გავაგრძელეთ. მიქსინგზე და მასტერინგზე ლუკა თელიამ იმუშავა.” – DEENA.

სინგლის ვიზუალური კონცეფცია, ისევე, როგორც მუსიკა, ემოციურ სიმბოლიზმზეა აგებული, სადაც გაყინული ტბა და ამოჭრილი გული ურთიერთობებში არსებულ განცდებს ასახავს.

„მალევე დავიწყეთ დიდუბე რექორდსის კრეატიულ გუნდთან ერთად კონცეფციაზე ფიქრი. ვიზუალაიზერის და ქავერის კონცეფციაზე ლაშა ყაბანაშვილთან ერთად ვიმუშავე. ჩვენთვის საინტერესო იყო ყინული, როგორც სიმბოლო – ცივი, მაგრამ ამავდროულად მსხვრევადი. აქედან გაგვიჩნდა გაყინული გულის და ტბის იდეა. გვინდოდა, ეს ვიზუალი ხელოვნური ინტელექტის გარეშე შეგვექმნა, რომ ნამდვილი და ხელშესახები ყოფილიყო.

გადავწყვიტეთ, მინიატურული ტბის იმიტაცია ხელით გაგვეკეთებინა. ნიკა სარკისიანთან ერთად ყინულის გული გავაკეთე და შემდეგ მე, ნიკა და ქეთა ტუღუში შევეცადეთ, კადრში ის სიმძიმე და სილამაზე გადმოგვეცა, რაც ჩვენთვის ამ მუსიკას მოაქვს. ქავერზე მარიკო რუაძემ იმუშავა, ვიზუალაიზერზე კი ქეთა ტუღუშმა.“ – DEENA

მოისმინეთ DEENA-ს ახალი ტრეკი Crybaby:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა

შემდეგი სტატია

Bedford Falls-მა ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი