მადონა Confessions on the Dance Floor 2-ის გამოსვლას აანონსებს 

პოპის დედოფალმა 2025 წლის ნოემბერში გაამხილა, რომ 2005 წლის ალბომის მეორე ნაწილის გამოშვებას გეგმავდა.
მადონა
RIVER CALLAWAY/WWD

მადონა ოფიციალურად შევიდა Confessions on the Dance Floor 2-ის ერაში. 14 აპრილს პოპვარსკვლავმა საკუთარ ვებგვერდზე დამაინტრიგებელი ინსტრუმენტული მონაკვეთი და პროვოკაციული ფოტო გააზიარა.

ფოტოზე მადონას ვერცხლისფერი ჩექმები აცვია, მომღერლის ფეხებს შორის კი დინამიკია მოთავსებული. აღნიშნული ფეხსაცმელი YSL-ის იმ მუქი იისფერი ჩექმების განახლებულ ვერსიას წარმოადგენს, რომელიც მადონას თავდაპირველი Confessions-ის ერაში ეცვა. ფოტოს თან ახლავს უსათაურო ინსტრუმენტული ფრაგმენტი, რომელიც კოსმოსურ მედიტაციურ საუნდტრეკს ჰგავს.

ალბომის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ცნობილია, რომ თითქმის ორი დეკადის შემდეგ ეს იქნება მადონას დაბრუნება მშობლიურ ლეიბლზე – Warner Records-ზე. ლეიბლზე დაბრუნებით ფანების აღტაცება პოპის დედოფალმა ჯერ კიდევ ნოემბერში გამოიწვია, როცა Confessions on a Dance Floor Twenty Years Edition გამოსცა – 2005 წლის ალბომის გაფართოებული ვერსია, რომელშც შედის ჰიტები Hung Up, Sorry და Get Together.

ალბომის გამოცემამდე მადონამ დააანონსა: „თითქმის ოცი წელი გავიდა და Warner Records-თან თავს მაინც სახლში ვგრძნობ!  დავუბრუნდი მუსიკას, დავუბრუნდი Dance Floor-ს, დავბრუნდი იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. COADF – Pt. 2 2026.” ალბომის გაფართოებული ვერსია მოჰყვა მადონას მუსიკალური რეფლექსიის წელიწადს, რომელიც მოიცავდა ივლისში გამოცემულ Veronica Electronica-ს – 1998 წლის Ray of Light-ის რვა სიმღერის იშვიათი და გამოუცემელი რემიქსების კრებულს. ასევე, ნოემბერში მან განაახლა 1994 წლის ალბომი Bedtime Stories და გამოსცა Bedtime Stories – The Untold Chapter EP, რომელიც რვა სიმღერას მოიცავდა. 

ცოტა ხნის წინ მადონა ვენეციაში, სეთ როჯენის სატელევიზიო სერიალის, The Studio-ს გადაღებებზე დააფიქსირეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

შემდეგი სტატია

18 აპრილს Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში ტერასის სეზონი იხსნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი