NEUX-მა  პირველი ტექნო რელიზი – Silent გამოუშვა

Silent შესულია ლეიბლ Dusk Records-ის კრებულში, რომელიც სხვადასხვა არტისტს აერთიანებს.
NEUX
ფოტო: NEUX IG

ქართველი არტისტი NEUX მუსიკალურ კარიერაში ახალ ეტაპს იწყებს. მან მსმენელს თავისი პირველი ტექნო ჩანაწერი, სახელწოდებით Silent წარუდგინა.

ნამუშევარი შესულია ლეიბლ Dusk Records-ის კრებულში Aftermath, რომელიც სხვადასხვა არტისტის ნამუშევარს აერთიანებს. ამ ეტაპზე კომპოზიცია ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია Bandcamp-ისა და SoundCloud-ის პლატფორმებზე.

რელიზთან ერთად NEUX-მა ახალი სამუშაო სივრცის ფოტოც გააზიარა. როგორც თავად აღნიშნავს, ეს სტუდია მისი შემოქმედების ახალი თავის დასაწყისია. არტისტის თქმით, ის ახლა ყველაზე მეტად გრძნობს კავშირს საკუთარ შინაგან შემოქმედებით ენერგიასთან.

„ფოტო, რომელსაც ხედავთ, ჩემს ახალ სტუდიაშია გადაღებული, სადაც ახალი თავი იწყება და წინ კიდევ ბევრი მუსიკა გველოდება. არასდროს მიგრძვნია ასეთი ახლო კავშირი ჩემში არსებულ შემოქმედთან და აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც არის ან რაც იქნება. ამ წელს უკვე მაქვს ორი საინტერესო ახალი პროექტი და ვინ იცის, იქნებ მეტიც. ვფიქრობ, ცხოვრებაში არა სრულყოფილება, არამედ მიმართულებაა მთავარი,” – წერს NEUX სოციალურ ქსელში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„საქართველოს სინფონიეტა“ სამხრეთამერიკულ ტურნეში მიემგზავრება

შემდეგი სტატია

ჯასტინ ბიბერმა Coachella-ს მეორე შოუზე ბილი აილიშს 2009 წლის ცნობილი ჰიტი – One Less Lonely Girl მიუძღვნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი