A$AP ROCKY-ს თქმით, დედობის შემდეგ რიანა ძალიან შეიცვალა,  თუმცა მას ყოველთვის ჯადოსნური მომხიბვლელობა ჰქონდა

W Magazine-ის ახალ ნომერში რიანასთან დაკავშირებული ისტორიები მერაია კერიმ და SZA-მაც გაიხსენეს.
A$AP ROCKY და რიანა 2025 წლის 2025 CFDA Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე
STEPHANIE AUGELLO/WWD

რიანა W Magazine-ის ყდის ვარსკვლავია. ახალ ნომერში, რომელიც  21 აპრილს გამოვიდა,  A$AP Rocky-მ სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად რიანას შესახებ საინტერესო დეტალები გააზიარა. Rocky-მ აღნიშნა, რომ მას და რიანას ერთად დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ყურება უყვართ, განსაკუთრებით კი 2007 წლის ბიოგრაფიული ფილმის – El Cantante-ის, რომელიც ჰექტორ ლავოს შესახებ არის. რეპერის თქმით, მათი პირველი შეხვედრის შემდეგ რიანა ძალიან შეიცვალა, რადგან ამ პერიოდში ის დედა გახდა.

„რა თქმა უნდა, ეს გცვლის, მაგრამ ის ყოველთვის ჯადოსნური იყო. ფილოსოფიურად, ის სრულიად სხვა დონეზე აზროვნებს და მოქმედებს. ის ყველაზე მომხიბვლელი და გულწრფელი ადამიანია დედამიწაზე. მისი ენერგია შეუდარებელი და უნიკალურია. მე უბრალოდ ვაღმერთებ მას,” – თქვა როკიმ.

რიანა და  A$AP Rocky  2010-იანი წლების დასაწყისიდან მეგობრობდნენ, 2020 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მათ რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდათ. 2022 წელს ისინი მშობლები გახდნენ – წყვილს პირველ შვილი, RZA გაუჩნდა, მომდევნო წელს კი Riot Rose შეეძინათ. გასულ სექტემბერს მათი ოჯახი ხუთ წევრამდე გაიზარდა – შეეძინათ ქალიშვილი Rocki, რომელიც დედასთან ერთად W Magazine-ის გარეკანზე პოზირებს.

რიანასადმი მიძღვნილ ამ გამოცემაში თავიანთი მოგონებები მერაია კერიმ და SZA-მაც გააზიარეს. მერაიამ აღნიშნა, რომ რიანა, რომელიც საერთო მეგობრის, Jay-Z-ის მეშვეობით გაიცნო, ქალებისადმი განსაკუთრებით სოლიდარული ადამიანია. მან გაიხსენა 2024 წლის ვირუსული მომენტიც, როდესაც რიანამ კონცერტზე მას მკერდზე ავტოგრაფის დაწერა სთხოვა. 

„მერაია კერი ჩემს მკერდზე აწერს ხელს!“ – ყვიროდა მაშინ აღფრთოვანებული რიანა. „ეს ნამდვილად ეპიკური მომენტია!“

„მას საოცარი ენერგია მოაქვს!“ – თქვა კერიმ რიანას შესახებ. „მკერდზე ავტოგრაფის ისტორია ცოტა უჩვეულო იყო, მაგრამ ძალიან სასაცილოდ მომეჩვენა“.

SZA-მ კი თავისი ერთ-ერთი საყვარელი ისტორია გაიხსენა: „2016 წლის Brit Awards-ზე ერთად უნდა გამოვსულიყავით. არავითარი გამოცდილება არ მქონდა და საერთოდ არ ვიცოდი, სად ვიყავი ან რა ხდებოდა. მირჩიეს, ფაქტობრივად, ფარდის მსგავსი სამოსით მემღერა და სცენაზე შეუმჩნევლად ვყოფილიყავი. როცა ეს რიანას ვუთხარი, მაშინვე მიპასუხა: „არავითარ შემთხვევაში! ჩვენ გვინდა, რომ სექსუალურად გამოიყურებოდე!“ მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავად ამერჩია, რაც ჩამეცვა და მომხიბვლელი ვყოფილიყავი“.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

Drake-ის ალბომი Iceman ოფიციალურად მალე გამოვა –  ნახეთ რელიზის თარიღი

შემდეგი სტატია

Tbilisi Open Air 2026

TBILISI OPEN AIR 2026 მე-15 საიუბილეო სეზონით ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი