ანუკა ყიფშიძის ახალი სინგლი –  Aqui

„Aqui ესპანურად ნიშნავს – აქ. მუშაობის პროცესი საინტერესო იყო და გამოწვევაც ახლდა, თავისთავად, რადგან ამ სტილში მუსიკა აქამდე არ გამიკეთებია.“
ანუკა ყიფშიძე - მუსიკოსი ფოტო: Ho-Ting Wei
ანუკა ყიფშიძე – მუსიკოსი
ფოტო: Ho-Ting Wei

ქართველმა მუსიკოსმა ანუკა ყიფშიძემ ახალი სინგლი, სახელწოდებით Aqui წარადგინა. არტისტი წლებია, მუსიკალურ სფეროში მრავალმხრივი მიმართულებით მუშაობს. მისი შემოქმედებითი გზა ბას-გიტარისტობით დაიწყო, მოგვიანებით კი სხვადასხვა მუსიკალურ პროექტსა და კოლაბორაციაში მიიღო მონაწილეობა. ანუკა ყიფშიძე ასევე აქტიურად მუშაობს საავტორო მუსიკაზე და საკუთარ ხელწერას მუდმივად ახალი ელემენტებით ავითარებს. აღსანიშნავია, რომ სინგლის ქავერ-არტიც თავად არტისტის მიერ არის შექმნილი.

Aqui ანუკა ყიფშიძისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ეს მისი პირველი ესპანურენოვანი ნამუშევარია. 

ანუკა ყიფშიძე - Aqui არტ ქავერი: ანუკა ყიფშიძე
ანუკა ყიფშიძე – Aqui
არტ ქავერი: ანუკა ყიფშიძე

ანუკა ყიფშიძე – მუსიკოსი:

„მუსიკის იდეა საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში დაიბადა, ჩემს ოთახში, და იქვე დავასრულე. Aqui ესპანურად ნიშნავს – აქ. მუშაობის პროცესი საინტერესო იყო და გამოწვევაც ახლდა, თავისთავად, რადგან ამ სტილში მუსიკა აქამდე არ გამიკეთებია. ბითი არის სრულიად თანამედროვე რეგეტონის სტილში, ექსპერიმენტული და ელექტრო.

გასულ წელს ლათინო მეგობრები შევიძინე, ჩემი ჯგუფელები არიან, მაგისტრატურაზე ერთად ვსწავლობთ და მათთან ურთიერთობისას უფრო მეტი ინტერესი გამიჩინდა ლათინო მუსიკისა და ხალხის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს ისედაც მქონდა, უბრალოდ როცა კარგ ხალხს გაიცნობ, ცდილობ, რომ მეტი გაიგო მათ შესახებ.

ესპანური ენაც ამიტომ ავირჩიე და არა მშობლიური, რადგან  ქართულენოვანი სიმღერები ყოველთვის მქონდა. 

ესპანურად სამწუხაროდ ვერ ვსაუბრობ, ელემენტარული სიტყვები ვიცი, მაგრამ როცა ჩემს მეგობრებს ტექსტი ვანახე, მითხრეს, რო „ოქეი“ იყო, ამიტომ აღარ შევუშინდი და გამოვაქვეყნე. ძალიან მომეწონა ამ ჟანრში მუშაობა და ვცდილობ, ნელ-ნელა კიდევ ახალი რაღაცები შემოგთავაზოთ.

ამჯერად დიდი პროექტისთვის ვემზადები, რასაც მალე გაგაგებინებთ.”


მოისმინეთ ანუკა ყიფშიძის ახალი სინგლი: Aqui:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

შემდეგი სტატია

ქეთი მელუა გამომწერებს „თუ ასე ტურფას” დაკვრას ასწავლის

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი