ქეთი მელუა გამომწერებს „თუ ასე ტურფას” დაკვრას ასწავლის

ცნობილი ქართული სიმღერა შესულია მომღერლის 2016 წლის ალბომში.
ქეთი მელუა

ქეთი მელუამ სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა. გაზიარებულ ვიდეოში დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი გიტარის თანხლებით სიმღერის „თუ ასე ტურფა იყავი” მონაკვეთს ასრულებს და მსმენელს გიტარაზე მისი შესრულების ტექნიკას ასწავლის. 

„ეს სიმღერა ჩემი სამშობლოდან, საქართველოდანაა. მასში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ის უბრალოდ გაჟღენთილია ატმოსფეროთი. არსებობს სიმღერები, რომელთა მთავარი ხიბლიც სწორედ ატმოსფეროა. შესაძლოა, ეს გიტარის აწყობის დამსახურებაცაა, რომელიც ცოტა არასტანდარტულია,” – ამბობს მომღერალი ვიდეოში, რის შემდეგაც ის გამომწერებს აჩვენებს, თუ რომელი აკორდებია საჭირო სიმღერის შესასრულებლად.

ვიდეოს აღწერაში კი ვკითხულობთ: „ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართული სიმღერა „თუ ასე ტურფა იყავი” ექვს აკორდად. ეს სიმღერა ტრადიციულ ქართულ სიმებიან საკრავზე სრულდება, ამიტომ მისი შესაბამისი განწყობის გადმოცემა დასავლურ, მეტალის სიმებიან გიტარაზე გარკვეულ ძიებას მოითხოვდა. განსაკუთრებული მადლობა ტიმ ჰარისს, რომ გიტარის საუკეთესო ჟღერადობის პოვნაში დამეხმარა.”

„თუ ასე ტურფა იყავი” შესულია ქეთი მელუას 2016 წლის ალბომში In Winter (Special Edition). მუსიკის ავტორია ანზორ ერქომაიშვილი, ტექსტი ნათელა ონაშვილს ეკუთვნის. სიმღერა ცნობილი ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით გახდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ანუკა ყიფშიძე - მუსიკოსი ფოტო: Ho-Ting Wei

ანუკა ყიფშიძის ახალი სინგლი –  Aqui

შემდეგი სტატია

კანიე უესტი საქართველოში კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

LISA ფილმიდან Always Lalisa სიმღერა Leave With Me LLOUD/ YouTube

LISA-მ ფილმიდან Always Lalisa ახალი ემოციური სინგლი Leave With Me  წარადგინა

ნელი, მელოდიური ბალადა დოკუმენტური ფილმის ტიტრების ფონზე ჟღერს. ფილმის ნახვა ექსკლუზიურად YouTube Premium-ზეა შესაძლებელი.
მეტი
wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი

როგორ ჟღერდა 1998 წელი? თვალი გადავავლოთ წელს, რომელმაც პოპმუსიკა შეცვალა

ჰიპ-ჰოპის მზარდი გავლენიდან ბიჭების მუსიკალური ჯგუფების ბუმამდე – 1998 წელი მუსიკალური გარდაქმნების პერიოდი იყო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალი ათასწლეულის მუსიკალურ ჟღერადობას.
მეტი