Lady Gaga-ს ფილმი MAYHEM Requiem მალე გამოვა

ფილმ Apple Music Live: Lady Gaga MAYHEM Requiem-ის ონლაინ სტრიმინგი და კინოჩვენებები აშშ-ის 15 კინოთეატრში ერთდროულად გაიმართება.
Lady Gaga Apple Music
Lady Gaga
Apple Music

Lady Gaga ოფიციალურად ასრულებს Mayhem-ის ერას ახალი ფილმით, სადაც არტისტის გრემის მფლობელი ალბომის, Mayhem-ის სიმღერების ახალი ვერსიებიც არის შესული. აღსანიშნავია, რომ პროექტი იანვარში, ლოს-ანჯელესში გამართული კონცერტის დროს არის გადაღებული.  

Apple Music-თან თანამშრომლობით შექმნილი ფილმის, Lady Gaga MAYHEM Requiem-ის პრემიერა Apple Music-ზე 14 მაისს შედგება. ფილმის ნახვა კი პრემიერის დროს გამოწერის გარეშეც იქნება შესაძლებელი.

მოგვიანებით Lady Gaga-ს სრული საკონცერტო ჩანაწერი და ცოცხლად შესრულებული სიმღერების ალბომი Apple Music-ის გამომწერებისთვის ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი.

სტრიმინგ-პრემიერის პარალელურად, ფილმის ჩვენება იმავე დღეს აშშ-ის მასშტაბით AMC Theatres-ის 15 კინოთეატრშიც გაიმართება.

MAYHEM Requiem მიმდინარე წლის 14 იანვარს, ლოს-ანჯელესში, 1850 ადამიანზე გათვლილ სივრცეში – Wiltern Theatre-ში გადაიღეს. შოუს კონცეფცია განსაკუთრებით შთამბეჭდავია: სპექტაკლის გადასაღებ მოედანზე Lady Gaga-მ Mayhem Ball-ის ტურნესთვის აშენებული ცნობილი ოპერის თეატრი ნანგრევებად აქცია, თავად კი მაყურებლის წინაშე „ოპერის ფანტომის“ მსგავსი პერსონაჟის სახით წარდგა.

ფილმში წარმოდგენილია ისეთი ჰიტების ახალი ინტერპრეტაციები, როგორებიცაა Abracadabra, Disease და Die With a Smile. ფილმის პროდიუსერია Morningview.

Lady Gaga-მ მსოფლიო ტურნეს, Mayhem Ball Tour-ის ბოლო კონცერტები აპრილში New York City-ში გამართა და ამით ხუთ კონტინენტზე მიმდინარე ერთწლიანი ტურნე დაასრულა.

როგორც Billboard აპრილში წერდა, Mayhem-ის ტურნეს საერთო შემოსავალმა 419.5 მილიონი დოლარი შეადგინა და Billboard Boxscore-ის მონაცემებით, ტურნეს ფარგლებში თითქმის ორი მილიონი ბილეთი გაიყიდა.

ეს შედეგი Lady Gaga-ს კარიერაში ყველაზე შემოსავლიან ტურნედ ითვლება, ამასთან, იგი ყველა დროის 10 ყველაზე შემოსავლიან პოპ-ტურნეს შორის დასახელდა.

ნახეთ Lady Gaga MAYHEM Requiem-ის ფილმის ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

U2 ახალ მუსიკალურ ვიდეოს მეხიკოს ქუჩებში იღებს

შემდეგი სტატია

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი