U2 ახალ მუსიკალურ ვიდეოს მეხიკოს ქუჩებში იღებს

ბონო, The Edge, ადამ კლეიტონი და ლარი მალენი მექსიკის დედაქალაქში დააფიქსირეს, სადაც Street of Dreams-ის ვიდეოკლიპის გადაღება მიმდინარეობს.
U2-ს ვიდეოკლიპის გადაღება მეხიკოში
ELOISA SANCHEZ

U2 ქუჩებში დაბრუნდა – ამჯერად მეხიკოში, სადაც ლეგენდარული ირლანდიური როკბენდი ახალ მუსიკალურ ვიდეოს იღებს. ჯგუფის წევრები – ბონო, The Edge ადამ კლეიტონი და ლარი მალენ ჯუნიორი – მექსიკის დედაქალაქში შენიშნეს, სადაც მათ ახალ სიმღერაზე Street of Dreams ვიდეოკლიპის გადაღება მიმდინარეობს. სიმღერა შევა ბენდის მომავალ ალბომში, რომლის გამოსვლაც 2026 წელს იგეგმება. ალბომი ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა. 

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესული ბენდი 12 მაისს მეხიკოს ქუჩაში სკოლის ავტობუსის სახურავზე შენიშნეს, რომლის გარშემოც ასობით გულშემატკივარი იყო შეკრებილი. ავტობუსი ადგილობრივი არტისტის, ჩავის მარმოლის მიერაა მოხატული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა U2-მ ქუჩებში მოძრაობა გააჩერა. 80-იანი წლების ბოლოს ჯგუფმა ლოს-ანჯელესში Beatles-ის Get Back-ის სული გააცოცხლა სახურავზე შესრულებული პერფორმანსით, რომლის კადრებიც გამოყენებულია Where the Streets Have No Name-ის ვიდეოკლიპში. კლიპმა გრემის ჯილდო დაიმსახურა საუკეთესო მუსიკალური ვიდეოს ნომინაციაში. ხოლო მისი მშობელი ალბომი The Joshua Tree უზარმაზარ წარმატებად იქცა, რომელმაც U2 მათი დროის ყველაზე დიდ ბენდად აქცია. 

ამ კვირაში მეხიკო ასევე მასპინძლობს 2026 წლის ბავშვთა მსოფლიო ჩემპიონატს, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით 30 გუნდი მონაწილეობს. „ეს პატარა ორგანიზაცია დიდი ძალაა ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ ნიჭი და ხელი არ მიუწვდებათ შესაძლებლობებზე,” – აღნიშნა ბენდის დრამერმა მალენმა. „ჩვენი ჯგუფი მათი ამაყი მხარდამჭერია.”

U2-ს შემდეგი ალბომი მოჰყვება 2023 წლის Songs of Surrender-ს, რომელმაც Billboard 200-ის მე-5 პოზიცია და დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტის ლიდერობა მოიპოვა.

ბოლო დროს ბენდი შესამჩნევად აქტიურია. აპრილში, Easter Lily-ს EP-ის გამოცემისას, ბონომ მომავალ ალბომზეც ისაუბრა: „სტუდიაში ვართ, კვლავ ვმუშაობთ ხმაურიან, ქაოსურ და არაგონივრულად ფერად ალბომზე, რომელიც ცოცხლად შესრულებისთვის იქმნება… რადგან სწორედ იქ ცოცხლობს U2. ჩვენ კვლავაც ვუყურებთ ცოცხალ როკ-ენ-როლს, როგორც წინააღმდეგობრივ აქტს ყველა იმ საშინელების მიმართ, რასაც პატარა ეკრანებზე ვხედავთ. მოგვიანებით ვეცდებით ხმაურითა და ფანფარებით შევახსენოთ დანარჩენ სამყაროს, რომ ვარსებობთ. მაგრამ მანამდე ეს მხოლოდ ჩვენსა და თქვენ შორისაა.”

Billboard Hot 100-ში U2-ს 34 სიმღერაა შესული, მათ შორის ორი – ლიდერ პოზიციაზე.  ხოლო ბენდის რვა ალბომი Billboard 200-ის ლიდერი გახდა. 2005 წელს U2 როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Modular friends 011

Modular Friends – მოდულარული სინთეზისა და ვიზუალური ხელოვნების ცოცხალი დიალოგი Synthesia Lab-ში

შემდეგი სტატია

Lady Gaga Apple Music

Lady Gaga-ს ფილმი MAYHEM Requiem მალე გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი