Anana Kaye-ს ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Cordelia

„Cordelia, ახალი ალბომის პირველი სიმღერის კლიპი, შექსპირის „მეფე ლირის” პერსონაჟის ვიზუალური ინტერპრეტაციაა. კორდელიას პერსონაჟი ყოველთვის განსაკუთრებულად გვიზიდავდა – პიესაში ის სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლისთვის ისჯება. ეს უკვდავი თემებია, მუდამ აქტუალური.“
Anana Kaye Photo by Duende Vision
Anana Kaye
Photo by Duende Vision

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების,  Irakli Gabriel-ისა და Anana Kaye-ს პროექტმა Anana Kaye მარტში ახალი ალბომი Are You There? გამოუშვა. ცოტა ხნის წინ კი დუეტმა ალბომის წამყვანი სინგლის, Cordelia-ს მუსიკალური ვიდეო წარადგინა.

კლიპი ვიზუალური სიმბოლოებითა და სივრცითი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც სიმღერას განსაკუთრებულ ემოციურ და ესთეტიკურ სიღრმეს სძენს.

ნამუშევრის იდეისა და გადაღების პროცესის შესახებ  Billboard Georgia-ს Irakli Gabriel ესაუბრა:

Irakli Gabriel:

„Cordelia, ახალი ალბომის პირველი სიმღერის კლიპი, შექსპირის „მეფე ლირის” პერსონაჟის ვიზუალური ინტერპრეტაციაა. კორდელიას პერსონაჟი ყოველთვის განსაკუთრებულად გვიზიდავდა – პიესაში ის სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლისთვის ისჯება. ეს უკვდავი თემებია, მუდამ აქტუალური.

კლიპი კი რამდენიმე ადგილზე არის გადაღებული – ხერთვისის ციხესიმაგრესთან, თბილისის გარეუბნებში, საბჭოთა კავშირის დროინდელ ნანგრევებში, აგრეთვე ნიუ-მექსიკოში, სანტა-ფესთან და ჩვენთან სტუდიაში, ნეშვილში (ტენესი).

ანანამ კლიპზე მუშაობა საქართველოში ორი წლის წინ დაიწყო, ქართველ ხელოვანთან და დიზაინერთან, Ana Dvali-სთან მჭიდრო თანამშრომლობით.

კლიპში ანას ხელნაკეთი ნიღბები და სამოსიც არის წარმოდგენილი. შემდეგ მე და ანანამ ერთად გადავიღეთ სიუჟეტები ნიუ-მექსიკოში და ნეშვილში, ბოლოს კი გადაღება ანანამ დაასრულა ცოტა ისევ თბილისში ყოფნისას, სტუდიაში და სამხატვრო აკადემიის სარკეებიან დარბაზში. მონტაჟიც სრულად მას ეკუთვნის. კლიპის რამდენიმე სიუჟეტი ინსპირაციიას იღებს ასევე სერგო ფარაჯანოვის ფილმიდან “ბროწეულის ფერი.”

ვიდეოკლიპი თავისი კონცეფციით, კოსტიუმებითა და კადრების დინამიკით სრულად ასახავს იმ მისტიკურ და ემოციურ ატმოსფეროს, რაც მთლიანად პროექტს ახასიათებს.

ნახეთ Anana Kaye-ს ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Cordelia.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

დრეიკი სამი ახალი ალბომით ბრუნდება – არტისტმა ICEMAN, MAID OF HONOUR და HABIBTI გამოუშვა

შემდეგი სტატია

Drake - Wireless Festival 2025, ფინსბერი პარკი, 2025 წლის 12 ივლისი, ლონდონი Simone Joyner/Getty Images

Drake-მა 2026 წელს ახალი რეკორდი დაამყარა და ერთ დღეში Spotify-ზე ყველაზე მეტად მოსმენილი არტისტის, ალბომისა და სიმღერის სტატუსი მოიპოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი

ოფიციალურად დადასტურდა, რომ Jay-Z 2027 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი იქნება

იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის Super Bowl 14 თებერვალს – ვალენტინობის დღეს იმართება, ფანებს იმედი აქვთ, რომ Jay-სთან ერთად შოუს ბიონსეც შეუერთდება.
მეტი
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026 იწყება

ფესტივალის ფარგლებში რვა კონცერტი, საერთაშორისო მუსიკოსებისგან შემდგარი გამორჩეული პროგრამა და სამეცნიერო კონფერენცია იქნება წარმოდგენილი.
მეტი

40 წლის იუბილეზე დრეიკმა ბავშვობის ფოტოები გააზიარა: „ისეთს გიღებ, როგორიც ხარ“

დაბადების დღე რეპერმა საოჯახო ფოტოალბომების დათვალიერებითა და Backstreet Boys-თან ერთად შესრულებული დუეტით აღნიშნა.
მეტი