დრეიკი სამი ახალი ალბომით ბრუნდება – არტისტმა ICEMAN, MAID OF HONOUR და HABIBTI გამოუშვა

თუ Iceman ან დანარჩენი ორი ალბომიდან რომელიმე Billboard 200-ის სათავეში მოექცევა, ეს დრეიკს ჩარტში რეკორდულ, მე-15 პირველ ადგილს მოუტანს, რითაც ის Jay-Z-ის გადაუსწრებს.
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია.
Amy Sussman/Getty Images

15 მაისს ფრეიკმა ფანებს სამი ალბომი წარუდგინა. დაანონსებული LP-ის გარდა, მან Iceman-თან ერთად ასევე გამოსცა Habibti  და Maid of Honour.

Iceman 18 ტრეკს აერთიანებს, მათ შორის კოლაბორაციებს 21 Savage-თან, Molly Santana-სთან და Future-თან. Maid of Honour 14 სიმღერისგან შედგება და მასში მონაწილეობენ Stunna Sandy, Central Cee, Sexyy Red, Iconic Savvy და Popcaan. ხოლო Habibti-ში 11 ახალი სიმღერაა შესული, სადაც ასევე გვხვდება Sexyy Red, Loe Shimmy და Partynextdoor.

დრეიკის რიგით მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე სტუდიური ალბომები მისი პირველი ნამუშევრებია 2024 წელს კენდრიკ ლამართან დაპირისპირებისა და 2023 წლის For All the Dogs-ის შემდეგ. არტისტი Iceman-ს ჯერ კიდევ 2025 წლიდან აანონსებდა. ალბომის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში მან ტორონტოს ცენტრში ყინულის მასიური კონსტრუქციაც დადგა, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქის სახანძრო სამსახურმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამო დაშალა. სანამ კონსტრუქცია გადნებოდა, სტრიმერმა, სახელად Kishka-მ, ინსტალაციის შიგნით იპოვა საქაღალდე წარწერით Iceman, რომელზეც ალბომის გამოსვლის თარიღი – 15 მაისი იყო მითითებული. დრეიკის გუნდმა მას ამ აღმოჩენისთვის ჯილდოდ 50 000 დოლარი გადასცა. 

რაც შეეხება ახალი რელიზების პოტენციალს,  თუ Iceman ან დანარჩენი ორი ალბომიდან რომელიმე Billboard 200-ის სათავეში მოექცევა, ეს დრეიკს ჩარტში რეკორდულ, მე-15 პირველ ადგილს მოუტანს, რითაც ის Jay-Z-ის გადაუსწრებს. მომავალ კვირას დრეიკს აქვს შანსი, Billboard 200-ის პირველი სამი პოზიცია ერთდროულად დაიკავოს, რაც წარსულში მხოლოდ მაიკლ ჯექსონმა შეძლო. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დრეიკი იქნება პირველი, ვინც პირველ სამ ადგილს ერთდროულად, ახალი დებიუტებით დაიკავებს.

მოუსმინეთ დრეიკის ახალ ალბომებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

SZA 2026 წლის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, 2026 წლის 4 მაისი, ნიუ-იორკი. GILBERT FLORES/VARIETY

SZA ანიმაციურ ფილმს – COCOMELON: THE MOVIE-ს გაახმოვანებს ნიკოლას ჰოლტთან, სარა შერმანთან და სხვა მსახიობებთან ერთად

შემდეგი სტატია

Anana Kaye Photo by Duende Vision

Anana Kaye-ს ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Cordelia

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი

ოფიციალურად დადასტურდა, რომ Jay-Z 2027 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი იქნება

იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის Super Bowl 14 თებერვალს – ვალენტინობის დღეს იმართება, ფანებს იმედი აქვთ, რომ Jay-სთან ერთად შოუს ბიონსეც შეუერთდება.
მეტი
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026 იწყება

ფესტივალის ფარგლებში რვა კონცერტი, საერთაშორისო მუსიკოსებისგან შემდგარი გამორჩეული პროგრამა და სამეცნიერო კონფერენცია იქნება წარმოდგენილი.
მეტი

40 წლის იუბილეზე დრეიკმა ბავშვობის ფოტოები გააზიარა: „ისეთს გიღებ, როგორიც ხარ“

დაბადების დღე რეპერმა საოჯახო ფოტოალბომების დათვალიერებითა და Backstreet Boys-თან ერთად შესრულებული დუეტით აღნიშნა.
მეტი