ორწლიანი პაუზის შემდეგ 4GB ბრუნდება

ფესტივალი 2-3 ოქტომბერს „ლოკო პარკში” გაიმართება.

ორწლიანი პაუზის შემდეგ ელექტრონული მუსიკის წამყვანი ფესტივალი 4GB ბრუნდება. ტრადიციული საგაზაფხულო თარიღების ნაცვლად, წლევანდელი გამოშვება შემოდგომაზე, 2-3 ოქტომბერს „ლოკო პარკში” გაიმართება. 

დაბრუნება ფესტივალმა გულშემატკივარს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოთი ამცნო, რომელშიც 4GB-ის ახალი ლოკაციაა ნაჩვენები – ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორია, რომელიც ახლა უკვე „ლოკო პარკის” სახელით სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს. 

ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. ჯერჯერობით არ გამოცხადებულა არც ფესტივალის პროგრამა. 

4GB 2011 წელს ქართველი პიონერი დიჯეის, გიორგი ბაქანიძის ხსოვნის პატივსაცემად დაარსდა და მას შემდეგ 11 გამოშვებას უმასპინძლა. 2024 წელს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, ფესტივალი გაუქმდა, ხოლო 2025 წელს შეცვლილი ფორმატით, მხოლოდ მაიკლ მაიერის მონაწილეობით გაიმართა. წელს კი 4GB მე-12 სეზონითა და სრულმასშტაბიანი ფორმატით დაბრუნდება.  

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge-სა და biletebi.ge-ზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ალექსანდრე კორძაია - Kordz

„ნამცხვარი ცხვება” – Kordz-ისა და Luna997-ის ახალი ერთობლივი ნამუშევარი

შემდეგი სტატია

ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული ბულგარეთი გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი
ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი