რეფლექსიები ჟანრზე: „ჯაზი სიკვდილისგან შორსაა” (სტუმრის სვეტი)

ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი ჯუდით ოუენი ფიქრობს, რომ ახალგაზრდა არტისტები და აუდიტორია ჯაზს აყვავებაში ეხმარებიან.
ჯუდით ოუენი
STEVE RAPPORT RP

როცა ადამიანები ჯაზის მდგომარეობაზე მეკითხებიან, ყოველთვის ვპასუხობ, რომ იქიდან, საიდანაც მე ვარ – ახალი ორლეანიდან – სურათი შესანიშნავად გამოიყურება. ახალი ორლეანი არა ჯაზის მუზეუმი, არამედ ცოცხალი ნაზავია ჯაზის, ბლუზისა და სხვა ყველა ჟღერადობის. სწორედ ეს იზიდავს ისეთ მუსიკოსებს, როგორიც მე ვარ, გამოსცადონ მუსიკალური სცენა, რომელიც მხარს უჭერს ახალბედებს, შეუერთდნენ მათ, ვინც ამ ყველაფერს მთელი ცხოვრებაა, აკეთებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ორლეანი ჯაზის სამშობლოა, ამ პატარა, მემკვიდრეობით სავსე ქალაქში მუსიკოსებისთვის საქმე უხვადაა. თუმცა ქალაქი მხოლოდ წარსულით არ ცხოვრობს – ახალი ორლეანი ერთდროულად უკანაც იხედება და წინაც მიიწევს და სწორედ ეს არის, რაც ამერიკის უდიდესი ხელოვნების ფორმას სიცოცხლეს უნარჩუნებს. 

ლონდონში გაზრდილს, მხიარული, ბლუზზე დაფუძნებული ჯაზი – იმდროინდელი პოპმუსიკა – პირველად მამამ, ოპერის მომღერალმა ჰენდელ ოუენმა გამაცნო. ის განსაკუთრებით ხშირად უკრავდა ჩემი პირველი ქალი კუმირების მუსიკას – 1940-50-იანი წლების დაუმორჩილებელი და ძლიერი ქალების. ისინი ფორტეპიანოს ოსტატები იყვნენ – თამამი, უშიშარი ლიდერები, რომლებიც თავად წერდნენ, უკრავდნენ და მაყურებლის გართობას მათ თვალებში არსებული სხივით ახერხებდნენ. 

პირველი ასეთი ქალი ნელი ლაჩერი იყო. მისმა Fine Brown Frame-მა ჩემი პატარა გონება სრულიად მოიცვა. ხუთი წლის ასაკში ტექსტის მნიშვნელობა არ მესმოდა, თუმცა მისი გადამდები ენერგია და პერკუსიული ფორტეპიანოსა და ვოკალის სტილი დინამიკებიდან პირდაპირ ფეთქდებოდა (ერთხელ წავიკითხე, რომ ალიშა კისსაც მსგავსი მომენტი ჰქონდა კიდევ ერთ დიდ არტისტთან, ჰეიზელ სკოტთან).

შემდეგ იყო ჯულია ლი – კანზას სიტის დედოფალი და სიმღერების My Man Stands Out და King Size Papa ავტორი. ლაჩერი Southern Rhythm Band-თან ერთად უკრავდა, ლი კი სცენაზე Her Boyfriends-ის თანხლებით გამოდიოდა. ორივეს ჰქონდა ჰიტები, თუმცა დღეს ისინი თითქმის დავიწყებული არიან.  ეს ჯაზის პიონერები ასპარეზზე გამოვიდნენ ჯაზის ძალიან მამაკაცურ სამყაროში იმ პერიოდში, როცა ქალებს მკაცრად უნდა სცოდნოდათ თავიანთი ადგილი. ორივე არტისტმა გამაბედინა, მეოცნება, ვყოფილიყავი ჩემი თავის ყველაზე თამამი და მამაცი ვერსია. 

კოვიდის დროს, როცა შიში და სამყაროს დასასრულის დიდი შფოთვა იყო, უკან გავიხედე, რათა წინ წავსულიყავი. ბევრი არტისტის მსგავსად, ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, რათა დიდი ხნის გადადებული ოცნება ამეხდინა. მჭირდებოდა ღიმილი, ამიტომ გავიხსენე ის უძლიერესი ქალები, რომლებიც მეხმარებოდნენ მაშინ, როცა დეპრესიის ტალღა მეძალებოდა. და წარმოიდგინეთ – ეს გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც გვიან მოყვავილისთვის!

იმ მშვენიერი სიმღერების სინათლესა და ჩემი ბენდის, The Gentlemen Callers-ის ინტიმური ჟღერადობაში ჩაფლულმა, სცენის ცენტრში გადავინაცვლე და გავხდი ის შემსრულებელი, რომელიც, სწორედ იმ ქალების შთაგონებით მსურდა, ვყოფილიყავი. ფორტეპიანოსა და საკუთარ სიმღერებს სრულიად ახალი ენერგიითა და ცეცხლით დავუბრუნდი.

კოვიდი უკვე ახალი ქაოსით შეიცვალა და არასდროს მიგრძვნია ჩემი აუდიტორიისთვის ღიმილის მოგვრის სურვილი ასე ძლიერად. ეს ყველას გვჭირდება. ახლა გზაში ვარ და სცენაზე და მის მიღმა გატარებული თითოეული წამით ვტკბები იმ საოცარ მუსიკოსებთან ერთად, რომლებიც სრულად პატივს სცემენ ჩემს შემოქმედებას. მე ვარ უფროსი და ამასთანავე, ერთ-ერთი მათგანიც. მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა: „ეს მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად გლამურული საქმეა. ამიტომ სჯობს, ნამდვილად გიყვარდეს ის!” ის ასევე მუდმივად მახსენებდა, რომ გარეგნობა მხოლოდ ბონუსია, თუმცა ნიჭი – სამუდამო. ჭკვიანი კაცი იყო.

სიმართლე რომ ვთქვა, მე არ ვარ პურიტანელი ჯაზმუსიკოსი. ყოველთვის ვშლიდი საზღვრებს, როგორც ავტორ-შემსრულებელი, ჯაზს, ბლუზს, პოპს, როკსა და კლასიკას შორის. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ნებისმიერი ჟანრის შემთხვევაში, თუ ლეიბლზე წარმატებას მიაღწევ, ელიან, რომ ისევ და ისევ იმავე ფორმულას გაიმეორებ. ბიზნესის თვალსაზრისით გასაგებია, მაგრამ ეს საჩემო არასდროს ყოფილა. 

საბედნიეროდ, დღესდღეობით უფრო ხშირად ვხედავთ ამ წესის გამონაკლისებს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ჯონ ბატისტის Americana-ს მიერ გრემის მოგება. ამაღელვებელია, როცა შეგიძლია აკეთო ის, რაც გინდა და როგორც გინდა. ან უნდა გიყვარდეს, ან თავი დაანებო. ახალი ორლეანის არტისტები და ბენდები ცნობილი არიან ტრადიციული ჯაზის თანამედროვე ჟანრებთან შერევით, როგორებიცაა ფანკი და ჰიპ-ჰოპი. ეს თითქოს იმ არტისტების ახალი რენესანსია, რომლებიც ისევე შლიან საზღვრებს, როგორც ბატისტი.

Trombone Shorty, ჰიპ-ჰოპ ჯაზის კოლექტივი Trumpet Mafia და არაჩვეულებრივი ქუჩის მუსიკოსი ტუბა სკინი  მხოლოდ რამდენიმე მათგანია, ვინც ამ მუსიკას ცოცხლად ინარჩუნებს. და როცა ახალგაზრდა ჯაზხმებზე ვსაუბრობთ, არავინაა იმაზე სიცოცხლისუნარიანი, როგორც 16 წლის ვირტუოზი პიანისტი რივერ ეკერტი, რომელსაც ახალი ორლეანის მუსიკა მომავალში მიაქვს. მომავალი თაობის ხმებს შორის ასევე გამოირჩევიან სამარა ჯოი და ლეივეი. 

და წარმოდგინეთ: ავთენტურობა და სტილების შერევა მსმენელში ძალიან ძლიერად რეზონირებს. მე მიხარია, რომ ჩემი აუდიტორია სულ უფრო და უფრო ახალგაზრდავდება, განსაკუთრებით ქალებში. კონცერტის შემდეგ ჩემი ახალი ფანებისგან მუდმივად ორი კომენტარი მესმის: 1. „არ ვიცოდი, რომ ჯაზი მომწონდა” და 2. „მინდა, შენსავით უშიშარი ვიყო”. ეს უკანასკნელი ცრემლს მგვრის და ჩემს თავს მახსენებს, როცა პირველად მოვუსმინე ნელის.

ორივე კომენტარი მაძლევს რწმენას, რომ მე გადავცემ ესტაფეტას ახალ, ენთუზიაზმით სავსე შემსრულებლებს და რომ ჯაზი სიკვდილისგან შორსაა. იქიდან, სადაც მე ვდგავარ, ის ყვავის.

ჯუდით ოუენის ახალი ალბომი Suit Yourself სავსეა ჯაზისა და ბლუზის ენერგიული შერწყმით. მუსიკოსი და მისი ბენდი The Gentlemen Callers განსაკუთრებით გამოირჩევიან პირველ სინგლში – ოუენის დაწერილ That’s Why I Love My Baby-ში, ასევე Today I Sing the Blues-ში, სადაც მათთან ერთად ახალორლეანელი არტისტი დაველ კროუფორდი მღერის. ალბომში ასევე ახალი ინტერპრეტაციით ჟღერს დინა ვაშინგტონის კლასიკა Evil Gal Blues. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

შემდეგი სტატია

„Project: U” – გურამ მაცხონაშვილი და Quemmekh ერთობლივ საიდუმლო პროექტზე მიანიშნებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი

„თუ ასე ტურფა იყავი“ – Vinda Folio-მ ცნობილი ქართული სიმღერის ალტერნატიული ქავერ-ვერსია გამოუშვა 

მუსიკა თავად Vinda Folio-ს ეკუთვნის, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე ნიკა საბანაძემ (Sabana) იმუშავა.
მეტი
ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია – სამდისკიანი ალბომი ეროვნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას აცოცხლებს

პროექტის ფარგლებში XIX, XX და XXI საუკუნეების გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორთა რჩეული ნაწარმოებები სამდისკიან ალბომად გამოიცა.
მეტი

Kid Cudi-მ Ye-ს მხარდაჭერის გამო მისი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას საჯაროდ უპასუხა

4 სექტემბერს, Soldier Field-ზე გამართული სამსაათიანი შოუს მიწურულს, Ye-მ Cudi სცენაზე სამი სიმღერისთვის მიიწვია.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი