BTS ამერიკის მუსიკალური დაჯილდოების წლის არტისტი გახდა

ტეილორ სვიფტი ჯილდოს გარეშე დარჩა.
BTS 2026 წლის ამერიკის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე
RICH POLK/DICK CLARK PRODUCTIONS

2026 წლის ამერიკის მუსიკალურ დაჯილდოებას, რომელიც 25 მაისს ლას-ვეგასში გაიმართა, არ ჰყოლია ერთი მთავარი გამარჯვებული. ნაცვლად ამისა, შვიდმა არტისტმა თანაბარი, სამ-სამი ჯილდო მოიპოვა. ესენი არიან: ბრუნო მარსი, BTS, ქარდი ბი, KATSEYE, საბრინა კარპენტერი, HUNTR/X და Sombr.

თუმცა ერთი არტისტისთვის საღამო განსაკუთრებით წარუმატებელი აღმოჩნდა – ტეილორ სვიფტი, რომელიც 8 ნომინაციაში იყო წარდგენილი, საბოლოოდ ჯილდოს გარეშე დარჩა. თუმცა, მიუხედავად წლევანდელი წარუმატებლობისა, სვიფტი ისტორიაში ყველაზე მეტ, 40 AMA-ს მფლობელად რჩება.

წლის არტისტის წოდება უკვე მეორედ დაიმსახურა BTS-მა. პირველად ჯგუფმა ჯილდო 2021 წელს მოიგო. მათ ასევე გაიმარჯვეს ნომინაციებში: ზაფხულის სიმღერა და საუკეთესო K-პოპ არტისტი. 

საუკეთესო მამაკაცი არტისტის ნომინაცია ჯასტინ ბიბერმა მოიგო, რითაც მისმა ამერიკის მუსიკალური ჯილდოების რიცხვმა 19 შეადგინა. 

წლის ახალი არტისტი KATSEYE გახდა. ჯგუფი თებერვალში ამავე ნომინაციაზე გრემიზეც იყო წარდგენილი, თუმცა ოლივია დინთან დამარცხდა. KATSEYE ასევე გახდა საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსა და ყველაზე წარმატებული პოპარტისტის ნომინაციების გამარჯვებული.

HUNTR/X-ის  Golden-მა წლის სიმღერის ნომინაცია მოიგო. მანამდე ამავე კატეგორიაში ჯგუფმა გრემი და ოსკარი დაიმსახურა. HUNTR/X-მა ასევე გაიმარჯვა საუკეთესო ვოკალური შესრულებისა და საუკეთესო პოპსიმღერის ნომინაციებში. 

სამი ჯილდოს მფლობელი გახდა Sombr-იც – საუკეთესო როკ/ალტერნატიული სიმღერა Back to Friends-ისთვის, საუკეთესო როკ/ალტერნატიული ალბომი I Barely Know Her-ისთვის და ყველაზე წარმატებული როკ/ალტერნატიული არტისტი. 

ბრუნო მარსი გახდა საუკეთესო მამაკაცი R&B არტისტი, ასევე საუკეთესო R&B სიმღერისა და საუკეთესო R&B ალბომის ჯილდოების მფლობელი. 

რაც შეეხება ქარდი ბის, მან საუკეთესო ქალი ჰიპ-ჰოპ არტისტის წოდება მოიპოვა, ასევე დაიმსახურა ჯილდოები საუკეთესო ჰიპ-ჰოპ სიმღერისა და საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ალბომისთვის.

საბრინა კარპენტერმა კი წლის ალბომის, საუკეთესო ქალი პოპარტისტისა და საუკეთესო პოპალბომის ნომინაციები მოიგო.

სვიფტი არ ყოფილა ერთადერთი არტისტი, რომელსაც, ბევრი ნომინაციის მიუხედავად, წლევანდელ ცერემონიაზე ჯილდო არ ერგო. პრიზის გარეშე ასევე დარჩნენ: ოლივია დინი, რომელიც შვიდ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ალექს უორენი და ლეგი გაგა, რომლებიც 6-6 ნომინაციაზე იყვნენ წარდგენილნი. 

კეროლ ჯის Tropicoqueta საუკეთესო ლათინური ალბომი გახდა, რომელმაც, სხვებთან ერთად, როსალიას Lux-იც დაამარცხა. სწორედ Lux მიიჩნევა მომავალი გრემის მომდევნო დაჯილდოების ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ. 

ზარა ლარსონმა მოიგო წლის კოლაბორაციისა და წლის ყველაზე წარმატებული ალბომის ჯილდოები.  Twenty One Pilots-მა ზედიზედ მეორედ დაიმსახურა საუკეთესო როკ/ალტერნატიული არტისტის წოდება, ხოლო The Black Eyed Peas-ის Rock That Body საუკეთესო ძველი ჰიტის ნომინაციის გამარჯვებული გახდა. სიმღერა ჯგუფის მეხუთე სინგლია 2010 წლის ალბომიდან The E.N.D.

ამერიკის მუსიკალური დაჯილდოების 52-ე ცერემონიას Queen Latifah უძღვებოდა. ღონისძიება გულშემატკივართა ხმებზე დაფუძნებული ყველაზე დიდი დაჯილდოების ცერემონიაა მსოფლიოში. ის 1974 წელს ლეგენდარულმა პროდიუსერმა დიკ კლარკმა დააფუძნა. 

ამერიკის მუსიკალური დაჯილდოება Penske Media Eldridge-ს ეკუთვნის, რომელიც „ბილბორდის” მშობელი კომპანიის”, Penske Media-სა და Eldridge Industries-ის ერთობლივი პროექტია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბექა გოჩიაშვილი და Electric Trio – რუსთაველის ეროვნულ თეატრში

შემდეგი სტატია

ოლივია როდრიგოს ბარსელონას შოუ საკონცერტო ფილმად გადაიქცევა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი
ჰარი სტაილსი - მანჩესტერი, ინგლისი - 28 თებერვალი: BRIT Awards 2026 ფოტო Gareth Cattermole/Getty Images | (მხოლოდ სარედაქციო გამოყენება)

ჰარი სტაილსმა ლიამ პეინს გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა მიუძღვნა

სტაილსმა თავისი ყოფილი კოლეგის, One Direction-ის წევრის, ლიამ პეინის გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე პირველად წარადგინა აქამდე გამოუქვეყნებელი სამახსოვრო სიმღერა What Is Enough.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

Expectations-ის რემიქსი 16 ოქტომბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა. სიმღერა როდრიგოსა და ჩაპელ როუნის კოლაბორაციაა.
მეტი

„გრეის ანატომიის“ ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ შეიტყო დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც სწორედ მას ეძღვნებოდა

„ცხადია, ეს წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა სიუჟეტის მეშვეობით შევძელით, მისთვის პატივი მიგვეგო“, – თქვა მეგ მარინისმა.
მეტი