ნახეთ მუსიკოსები, რომლებიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ალბომში მოხვდნენ

არტისტებს შორის აირან: ტაილა, შაკირა, ნელი ფურტადო, ლისა და სხვები.
შაკირა
JOHN NACION/BILLBOARD

2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და „ფიფამ” ჩემპიონატის ოფიციალური ალბომის სიმღერების სია გამოაქვეყნა. ალბომში 18 სიმღერა შედის, რომელთა რიგებშიც ცნობილი არტისტების არაერთ კოლაბორაციას შეხვდებით. მათ შორისაა: GOALS – ლისას, ანიტასა და Rema-ს ერთობლლივი ნამუშევარი; Game Time, რომელსაც Future და ტაილა ასრულებენ; შაკირასა და Burna Boy-ს Dai Dai და სხვ.

ალბომი ასევე მოიცავს ისეთ საკულტო მუსიკოსებს, როგორებიც არიან The Rolling Stones, სიმღერით In the Stars (Remix), ალეხანდრო ფერნანდესი, სიმღერით Mi Mexico Lindo; Jelly Roll და კარინ ლეონი, სიმღერით Lighter, რომელიც ალბომის პირველი დაანონსებული სინგლი იყო.

„ფიფას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ალბომი სხვადასხვა კონტინენტის, ენისა და ჟანრის არტისტებს მოიცავს პროექტში, რომლის მიზანია, ფანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუსიკისა და ფეხბურთის ძალით გააერთიანოს,” – აღნიშნა „ფიფას” პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.

ალბომი ხელმისაწვდომი იქნება სტრიმინგ პლატფორმებზე, თუმცა ფანებს მასში შესული სიმღერების მოსმენა მეხიკოში, ტორონტოსა და ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტებზე, ასევე ჩემპიონატის გახსნის ცერემონიებზე შეეძლებათ. 

მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. 

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის „ფიფას” ინოვაციები მხოლოდ ალბომს არ მოიცავს. წელს, ისტორიაში პირველად, ე.წ. Halftime show შედგება. შოუზე შაკირა, BTS და მადონა წარდგებიან.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

შემდეგი სტატია

ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი აღიარებს, რომ A$AP Rocky-სთან რეპ-ბეთლს წააგებს, თუმცა ამბობს, რომ რეპერთან თანამშრომლობა სურს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი