„ჰარაკში“ ლეიბლ OneOneWorld-ის და ჰიპ-ჰოპ გაერთიანება „კვალის“ ერთობლივი მუსიკალური საღამო გაიმართება

OneOneWorld საბანას მიერ დაფუძნებული ლეიბლია, რომელიც ქართულ მუსიკალურ სივრცეში 2025 წლის ბოლოს გამოჩნდა.
SabanaYesYes, Tashyo
ONEONEWORLD / Kvali

6 ივნისს, სახელოვნებო სივრცე „ჰარაკში“ ჰიპ-ჰოპ გაერთიანება „კვალის“ და მუსიკალური ლეიბლის – OneOneWorld-ის პირველი კოლაბორაციული საღამო ჩატარდება. 

OneOneWorld საბანას მიერ დაფუძნებული ახალი მუსიკალური ლეიბლია, რომლის მთავარი მიზანია ქართული მუსიკის განვითარება, ახალი სტანდარტების დამკვიდრება და კრეატიული საზღვრების გაფართოება.

საღამო მუსიკალური პროექტის – PUNKT-ის ჰიპ-ჰოპ სელექციით გაიხსნება. მას მოჰყვება ლეიბლის დამფუძნებლის, SabanaYesYes-ის ინსტრუმენტალური ლაივ-შესრულება, დასკვნით ნაწილში კი მსმენელის წინაშე ახალი თაობის ჰიპ-ჰოპ არტისტი Tashyo წარდგება.

საღამოზე მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა – 16+. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

რაც შეეხება ONEONEWORLD-ს, ლეიბლმა უკვე არაერთი ტრეკი წარადგინა, რომელიც სხვადასხვა არტისტის კოლაბორაციით შეიქმნა. ერთ-ერთი ბოლო რელიზია TAIFUN, რომელიც მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოქვეყნდა. ტრეკის ავტორები და შემსრულებლები არიან: Tashyo, Amikko, SabanaYesYes და akasix6six. მუსიკალურ ვიდეოზე ONEONEWORLD-მა ასევე ჰიპ-ჰოპ მოძრაობა „კვალთან“ ერთად იმუშავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრიტანელი მსახიობი და პედაგოგი ტიმ დეიში CloseUp Tbilisi-ს მოწვევით საერთაშორისო სემინარ-ვორქშოპს გამართავს

შემდეგი სტატია

დაჩი ბაბუნაშვილი – მუსიკაზე, თავისუფლებასა და საკუთარი ხმის ძიებაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი