ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
კლივ დევისი
AXELLE/BAUER-GRIFFIN/FILMMAGIC

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი, რომელმაც ისეთი ვარსკვლავების კარიერული გზები გაკვალა, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, 22 ივნისს საკუთარ სახლში ასაკთან დაკავშირებული ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ის 94 წლის იყო. 

დევისმა სახელი 1967-1973 წელს, Columbia Records-ის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას გაითქვა, სანამ საკუთარ ლეიბლს, Arista-ს დააარსებდა, სადაც მან კონტრაქტი გააფორმა მანილოუსა და ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: არეთა ფრანკლინი, პატი სმითი და დიო უორვიკი. 2000 წელს კი მან დააარსა J Records, რომლის დამსახურებითაც კარიერა დაიწყეს ალიშა კისმა და Maroon 5-მა.

დევისი ცნობილი იყო, როგორც „კაცი ოქროს ყურებით”. ის დაეხმარა ისეთ ჟანრებს ფორმირებაში, როგორებიცაა: პოპი, როკი, R&B და ჰიპ-ჰოპი. მისი კარიერა 60 წელზე მეტს ითვლის. ამ დროის განმავლობაში მუშაობდა ისეთ ლეგენდარულ არტისტებთან, როგორებიც არიან: ჯენის ჯოპლინი, კარლოს სანტანა, ბრიუს სპრინგსტინი, ბარბრა სტრეიზანდი, არეთა ფრანკლინი, Earth, Wind & Fire, როდ სტიუარტი, ჯენიფერ ჰადსონი და სხვები. 2000 წელს ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევიდა და ხმისჩამწერი აკადემიის სპეციალური ჯილდოს, Trustees Award-ის მფლობელი გახდა. ჯამში დევისს ხუთი ნომინაციიდან ოთხი გრემი აქვს მოგებული. 

დევისის ყველაზე დიდი წარმატება მაშინ მოვიდა, როცა მან კონტრაქტი Arista-ს არტისტის, დიონ უორვკის ბიძაშვილთან – უიტნი ჰიუსტონთან გააფორმა. სადებიუტო ალბომის გამოსვლის შემდეგ, ჰიუსტონის სამი სიმღერა Hot 100-ის ლიდერი გახდა. საბოლოოდ კი ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად არტისტად იქცა, რომელმაც ჯამში Hot 100-ის 11 ლიდერი სიმღერა დააგროვა. 2012 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, დევისი წერდა: „ასეთ ხმას მთელი ცხოვრება ელოდები. მთელი ცხოვრება ელოდები ასეთ სახეს, ასეთ ღიმილს, ასეთ აურას. და როცა ეს ყველაფერი ერთ ადამიანში იყრის თავს, ის სუნთქვას გიკრავს.”

2000 წელს დევისმა ახალი ლეიბლი J Records დააარსა, სადაც კიდევ ერთი გამორჩეული ტალანტი, ალიშა კისი აღმოაჩინა. კისის სადებიუტო ალბომის სინგლი “Fallin” Hot 100-ის ლიდერი და შვიდგზის პლატინის სერტიფიკატის მფლობელი გახდა.

მუსიკის გარდა, დევისი ცნობილი იყო ჰუმანიტარული საქმიანობითაც. ის აქტიურად იბრძოდა შიდსის ინფექციის წინააღმდეგ და მილიონობით დოლარს სწირავდა დაავადებასთან მებრძოლ საქველმოქმედო ორგანიზაციებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

შემდეგი სტატია

27 და 28 ივნისს ქართული ურბანული ფესტივალი – Flow Flow Fest გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი