საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ექსპერიმენტული მუსიკის პლატფორმის Tofu Sessions საღამოს წარმოგიდგენთ

მუსიკალური საღამო 26 ივნისს ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში გაიმართება

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ექსპერიმენტული მუსიკის მოყვარულებს სრულიად განსაკუთრებულ აუდიო-ვიზუალურ გამოცდილებას სთავაზობს. 26 ივნისს თბილისის ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია (სპირიდონ კედიას ქ. №6) უჩვეულო და საინტერესო კოლაბორაციას უმასპინძლებს, სადაც Tofu Sessions-ის საღამო ე.წ. Seated Listening ფორმატში გაიმართება, ეს არის მუსიკის მოსმენის ალტერნატიული გამოცდილება, რომელიც მსმენელს საშუალებას აძლევს, სრულად კონცენტრირდეს ბგერებზე, მუსიკალურ დეტალებსა და სივრცეზე. კინოსა და თეატრის მსგავსად, აუდიტორიას საშუალება ეძლევა, შეანელოს ყოველდღიური რიტმი და მუსიკას მშვიდ, ინტიმურ გარემოში, ყოველგვარი ყურადღების გამფანტველი ფაქტორების გარეშე მოუსმინოს.

Tofu Sessions ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის პლატფორმაა, რომელიც ცოცხალი შესრულების, აუდიტორიის ჩართულობისა და ღრმა მოსმენის კულტურის განვითარებაზეა ორიენტირებული. 

საღამოს მუსიკალურ კონცეფციას საერთაშორისო არტისტები ქმნიან. მსმენელის წინაშე წარდგებიან გერმანელი არტისტი –  ||||||||||||||||||||, ქართველი მუსიკოსები Wayward Atom (ნიკა გოგიაშვილი) და AGAVA და იაპონელი არტისტი Masa Trippin. საღამოს ვიზუალურ მხარესა და სივრცის ატმოსფეროს შექმნაზე She Nocturne და NENEALISM იზრუნებენ, რომლებიც მუსიკასა და ციფრულ ხელოვნებას ერთიან გამოცდილებად აქცევენ.  

Wayward Atom (ნიკა გოგიაშვილი)

„ჩვენ ვქმნით Seated Listening-ის ფორმატის სესიებს, სადაც მთავარი ადგილი უკავია ცოცხალ შესრულებას და აუდიტორიის ჩართულობას. 

ჩვენი ღონისძიებები აერთიანებს საგულდაგულოდ შერჩეულ არტისტებს, რომლებიც მუშაობენ ემბიენტის, ელექტროაკუსტიკური მუსიკის, მოდულარული სინთეზის და ჰიბრიდული ლაივ პერფორმანსის მიმართულებებით. თითოეული სესია წარმოადგენს სივრცეს ღრმა მოსმენისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის.

ჩვენ გვაინტერესებს მუსიკის აღქმის  ალტერნატიული ფორმები, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყურადღება, სიჩუმე და ყოფნა ისეთივე მნიშვნელოვანი ელემენტებია, როგორც თავად მუსიკა.”

ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის კარი 20:00 საათიდან გაიღება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

27 და 28 ივნისს ქართული ურბანული ფესტივალი – Flow Flow Fest გაიმართება

შემდეგი სტატია

ოლივია ჯინმა ჯეკ უაიტთან  ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი
The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი