RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.

11 ივლისს თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა RAF (Real American Freestyle)  აშშ-ის გარეთ იმართება. რაც ღონისძიებას კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. ტურნირი პირდაპირი ეთერით გადაიცემა Fox Nation-სა და სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე და მას მსოფლიოს მასშტაბით ასიათასობით გულშემატკივარი მიადევნებს თვალს.

ღონისძიების გახსნაზე შესრულდება საქართველოსა და აშშ-ის ეროვნული ჰიმნები. საქართველოს ჰიმნს ნატალია ქუთათელაძე, ხოლო აშშ-ის ჰიმნს ნინი აირისი შეასრულებენ. 

RAF Georgia 11 ივლისს ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 24 გამორჩეული სპორტსმენი, მათ შორის არიან ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, საერთაშორისო ვარსკვლავები და საბრძოლო სპორტის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები: მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, კაილ სნაიდერი, კაილ დეიკი, აბდულრაშიდ სადულაევი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, არმან ცარუკიანი და სხვები. ტურნირის მთავარი ბრძოლა სწორედ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება იქნება. 

ბილეთები შეიძინეთ ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

U2: ადამ კლეიტონი, Bono, The Edge, ლარი მალენ უმცროსი. ვივიან სასენი

U2-მ ახალი სინგლი Street of Dreams გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

ბონი ტაილერი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, 2013 წლის 17 მაისი, მალმო, შვედეთი Ragnar Singsaas/Getty Images

ჰიტის Total Eclipse of the Heart შემსრულებელი ბონი ტაილერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი
The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი