ჰიტის Total Eclipse of the Heart შემსრულებელი ბონი ტაილერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბონი ტაილერი უელსში დაბადებული ერთადერთი მომღერალია, რომელიც Billboard Hot 100-ის ჩარტის სათავეში მოხვდა.
ბონი ტაილერი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, 2013 წლის 17 მაისი, მალმო, შვედეთი Ragnar Singsaas/Getty Images
ბონი ტაილერი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, 2013 წლის 17 მაისი, მალმო, შვედეთი
Ragnar Singsaas/Getty Images

1983 წლის მსოფლიო ჰიტის – Total Eclipse of the Heart შემსრულებელი ბონი ტაილერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია მომღერლის წარმომადგენლებმა 9 ივლისს მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბონი ტაილერი „გუშინ ღამით, პორტუგალიის ერთ-ერთ საავადმყოფოში, მოულოდნელად გარდაიცვალა იმ დაავადების შედეგად, რომლის მკურნალობასაც გადიოდა“.

მაისში ბონი ტაილერმა ქალაქ ფარუში  ნაწლავებზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაიტარა, მოგვიანებით კი ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს. 

უელსის ქალაქ ნითში დაბადებული მომღერლის ნამდვილი სახელი გეინორ ჰოპკინსია. მან აღიარება 1970-იანი წლების ბოლოს ბალადით It’s a Heartache მოიპოვა, ხოლო 1983 წელს მსოფლიო ვარსკვლავად იქცა ჰიტით –  Total Eclipse of the Heart.

ჯიმ სტაინმანის მიერ დაწერილი და პროდიუსირებული სიმღერა Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე ოთხი კვირის განმავლობაში ლიდერობდა. ამ წარმატებით ბონი ტაილერი უელსში დაბადებული პირველი და დღემდე ერთადერთი მომღერალი გახდა, რომელიც აღნიშნული ჩარტის სათავეში მოექცა. 

სიმღერამ Total Eclipse of the Heart, რომელიც შესულია ალბომში Faster Than the Speed of Night, ბონი ტაილერს გრემის ორი ნომინაცია მოუტანა: ქალის საუკეთესო პოპისა და როკის ვოკალური შესრულების კატეგორიებში. დროთა განმავლობაში კი სიმღერა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ ჩანაწერად იქცა.

მოგვიანებით მომღერალმა კიდევ ერთი საკულტო ჰიტი Holding Out for a Hero გამოსცა, რომელიც ფილმ Footloose-ის საუნდტრეკშია შესული.

ბონი ტაილერის გამორჩეული, ჩახლეჩილი ვოკალი, რომელიც ახალგაზრდობაში ხმის იოგებზე ჩატარებული ოპერაციის შედეგად ჩამოუყალიბდა, მისი შემოქმედების გამორჩეულ ხელწერად იქცა. 

მუსიკალური კარიერის ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მან  18 სტუდიური ალბომი გამოუშვა.

2013 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ბრიტანეთი სიმღერით Believe in Me წარადგინა და საბოლოოდ მე-19 ადგილი დაიკავა.

2023 წელს, დედოფლის დაბადების დღის საპატიო სიაში მოხვედრის შემდეგ, ბონი ტაილერს მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრის (MBE) საპატიო  წოდება მიენიჭა. 

ბონი ტაილერი მიმდინარე ზაფხულს ინგლისში, ქალაქ უსტერში დაგეგმილ Sunshine Festival-ზე უნდა გამოსულიყო, მას ასევე დაგეგმილი ჰქონდა რამდენიმე კონცერტი ევროპის ტურნეს ფარგლებში, 17 დეკემბერს კი უელსის დედაქალაქ კარდიფში Utilita Arena-ზე უნდა ემღერა. 

მომღერლის ბოლო სრულმასშტაბიანი კონცერტი 2026 წლის 19 მარტს, ლონდონში, O2 Shepherd’s Bush Empire-ში გაიმართა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

შემდეგი სტატია

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი
ჰარი სტაილსი - მანჩესტერი, ინგლისი - 28 თებერვალი: BRIT Awards 2026 ფოტო Gareth Cattermole/Getty Images | (მხოლოდ სარედაქციო გამოყენება)

ჰარი სტაილსმა ლიამ პეინს გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა მიუძღვნა

სტაილსმა თავისი ყოფილი კოლეგის, One Direction-ის წევრის, ლიამ პეინის გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე პირველად წარადგინა აქამდე გამოუქვეყნებელი სამახსოვრო სიმღერა What Is Enough.
მეტი
შონ „დიდი“ კომბსი - 2023 წლის 21 სექტემბერი Jemal Countess/Getty Images

Diddy ნიუ-ჯერსის ციხიდან პენსილვანიის დაწესებულებაში გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციიით, მუსიკალური ინდუსტრიის გავლენიანი ფიგურა ციხეში კონფლიქტებში მონაწილეობდა და მკაცრი პატიმრობის ნაცვლად, „პრივილეგირებული“ პირობებით სარგებლობდა.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

Expectations-ის რემიქსი 16 ოქტომბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა. სიმღერა როდრიგოსა და ჩაპელ როუნის კოლაბორაციაა.
მეტი