U2-მ ახალი სინგლი Street of Dreams გამოაქვეყნა

ვეტერანი ჯგუფის მომავალი ალბომის ორენოვანი სიმღერის ვიდეორგოლი მაისში, მეხიკოში გადაიღეს.
U2: ადამ კლეიტონი, Bono, The Edge, ლარი მალენ უმცროსი. ვივიან სასენი
U2: ადამ კლეიტონი, Bono, The Edge, ლარი მალენ უმცროსი. ვივიან სასენი

7 ივლისს U2 კლასიკური სინგლით ტრიუმფალურად დაბრუნდა. კომპოზიციას თან ახლავს კლიპი, რომელიც ჯგუფის 1980-იანი წლების მიწურულისა და 1990-იანი წლების დასაწყისის შემოქმედებით ეპოქას აცოცხლებს. Street of Dreams ყოველგვარი წინასწარი ანონსის გარეშე გამოვიდა.

ეს იქნება პირველი სინგლი როკ-ლეგენდების მომავალი სტუდიური ალბომიდან, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ დაანონსებულა. აღსანიშნავია, რომ ეს ჩანაწერი ჯგუფისთვის პირველი სრულფორმატიანი სტუდიური LP იქნება,  2017 წელს გამოცემული Songs of Experience-ის შემდეგ.

როგორც ყოველთვის, კომპოზიციის მთავარი საყრდენი   Bono-ს შთამაგონებელი ვოკალი და ტექსტია, რომელსაც გიტარისტ ეჯის (The Edge) საფირმო შტრიხით გაჯერებული ჟღერადობა ერთვის. კლიპი Bono-ს მიერ ბენდის წევრების წარდგენით იწყება, მათ შორის არის დრამერი ლარი მალენ უმცროსიც (Larry Mullen Jr.). აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ჯგუფის აქტიურ საშემსრულებლო შემადგენლობას მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებითი პაუზა აიღო. მან კისრის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც U2-ის 2023-2024 წლებში ლას-ვეგასში, Sphere-ში გამართული კონცერტების სერია გამოტოვა.

U2-ის ინფორმაციით, ვიდეო 2026 წლის მაისში გადაიღეს, როდესაც ჯგუფი მეხიკოში Street Child World Cup Finals Tournament-ის ფარგლებში იმყოფებოდა. გადაღებებს, უამინდობის მიუხედავად, ასობით გულშემატკივარი ესწრებოდა.

ვიდეოს გადაღებისას, ძლიერი ჭექა-ქუხილისა და წვიმის გამო, ელექტროგენერატორი მწყობრიდან გამოვიდა. ამის შემდეგ, მექსიკელ-ამერიკელი რეჟისორების  (Cliqua-ს – პასკუალ გუტიერესი და რაულ RJ სანჩესის) ხელმძღვანელობით, ჯგუფმა გადაღება ადგილობრივი ოჯახის აივანზე განაგრძო.

ვიდეოში ბენდი ავტობუსის სახურავზე ქალაქის ქუჩებში გადაადგილდება, შემდეგ კი სიმღერას მოედანზე ასრულებს. საბოლოოდ, როდესაც წვიმა ძლიერდება, გადაღება საცხოვრებელი სახლის აივანზე ინაცვლებს. ვიდეორგოლი სრულდება სცენით, სადაც საწვიმრებში გამოწყობილი გულშემატკივრები ჯგუფის სახელს ყვირიან – U2! U2!, ხოლო ეკრანზე ჩნდება წარწერა: Gracias a la gente de México  „მადლობა მექსიკელ ხალხს“.

Street of Dreams U2-ის ჯერ კიდევ უსათაურო ახალ ალბომში შევა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა. ალბომის პროდიუსერი ჯგუფის მრავალწლიანი თანამშრომელი ჯეკნაიფ ლია (Jackknife Lee).  ახალი ნამუშევარი  აპრილში მოულოდნელად გამოცემული ექვსტრეკიანი EP-ის, Easter Lily-ს ერთგვარი გაგრძელებაა, რომელსაც, თავის მხრივ, წინ უძღოდა თებერვალში გამოშვებული მინი ალბომი Days of Ash.

როგორც მუსიკალური კრიტიკოსები აღნიშნავენ, Street of Dreams-ის ტექსტი, ჟღერადობა და ვიზუალური ესთეტიკა აშკარა პარალელებს ავლებს U2-ის საკულტო ალბომებთან, 1987 წლის The Joshua Tree და 1988 წლის Rattle and Hum-თან. 

U2-ის ვოკალისტმა ტრადიციულ ჟღერადობასთან დაბრუნებაზე მინიშნება ჯერ კიდევ მინი-ალბომის, Easter Lily-ს რელიზის დროს გააკეთა. Bono-მ მაშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „ბენდი ჯერ კიდევ მუშაობს ხმაურიანი, ქაოსური და წარმოუდგენლად ფერადი ალბომის შექმნაზე, რომელიც ცოცხლად უნდა შესრულდეს… რადგან სწორედ ლაივ-სცენაზეა U2-ის ნამდვილი სიცოცხლე. ჩვენ კვლავ გვჯერა ენერგიული როკ-ენ-როლის, როგორც წინააღმდეგობის ფორმის იმ ყველაფრის მიმართ, რასაც ყოველდღიურად ჩვენი პატარა ეკრანებიდან ვუყურებთ,“ –  განაცხადა Bono-მ.

ჯერჯერობით ჯგუფის ახალი ტურნეს შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და დამატებითი საკონცერტო თარიღებიც არ დაანონსებულა.

ნახეთ U2-ის ახალი სიმღერის Street of Dreams ოფიციალური ვიდეორგოლი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

შემდეგი სტატია

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევაში არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი
ჰარი სტაილსი - მანჩესტერი, ინგლისი - 28 თებერვალი: BRIT Awards 2026 ფოტო Gareth Cattermole/Getty Images | (მხოლოდ სარედაქციო გამოყენება)

ჰარი სტაილსმა ლიამ პეინს გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა მიუძღვნა

სტაილსმა თავისი ყოფილი კოლეგის, One Direction-ის წევრის, ლიამ პეინის გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე პირველად წარადგინა აქამდე გამოუქვეყნებელი სამახსოვრო სიმღერა What Is Enough.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

Expectations-ის რემიქსი 16 ოქტომბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა. სიმღერა როდრიგოსა და ჩაპელ როუნის კოლაბორაციაა.
მეტი

„გრეის ანატომიის“ ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ შეიტყო დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც სწორედ მას ეძღვნებოდა

„ცხადია, ეს წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა სიუჟეტის მეშვეობით შევძელით, მისთვის პატივი მიგვეგო“, – თქვა მეგ მარინისმა.
მეტი

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი