CHAOS – დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სინგლი

„სიმღერა ქაოსურ უსამართლობაზეა, სადაც ყველა ასპექტში არასტაბილურობა და განუკითხაობაა.”

დაჩი ბაბუნაშვილმა ახალი სინგლი გამოსცა, სახელწოდებით CHAOS. სიმღერა სოციალურ ხასიათს ატარებს და ავტორის ერთგვარი პროტესტია დღეს არსებულ, მისი შეფასებით, ქაოსურ მდგომარეობაზე.

„სიმღერა ქაოსურ უსამართლობაზეა, სადაც ყველა ასპექტში არასტაბილურობა და განუკითხაობაა,” – ამბობს არტისტი. „ამ დროს მარტო რჩები, ზიზღის შეგრძნება გიჩნდება და არ იცი, როგორ მოიქცე. მაგრამ იცი ის, რომ მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან სინდისის შენარჩუნება.”

CHAOS ხელმისაწვდომია მუსიკალურ პლატფორმებზე. სიმღერას თან ახლავს ვიდეოკლიპიც. სოციალურ ქსელში კი ავტორი კლიპის მოკლე მონაკვეთს, ე.წ. შორტს აქვეყნებს, რომელშიც მუსიკოსი კედელზე საღებავით წერს: In Tyrannos (ტირანიის წინააღმდეგ). 

დაჩი ბაბუნაშვილი ახალგაზრდა არტისტია, რომლის შემოქმედებაც პოპის, როკის, ჰიპ-ჰოპისა და  R&B-ის მიმდინარეობებს აერთიანებს. მისი მუსიკა ემოციურობით გამოირჩევა. არტისტის ნამუშევრები ხშირად ეხება სოციალურ თემებს, სამშობლოს სიყვარულს, სიხარულსა და ტკივილს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

შემდეგი სტატია

სინემატიკური ნოსტალგია – გაიცანით „ისინი”

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი