NAE NAE – Red Bull Dance Your Style საქართველოს ჩემპიონია, გამარჯვებული მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება

ენერგიული ბეთლები, Mamaflex-ის პერფორმანსი და მაყურებლის გადაწყვეტილება, ქართველი მოცეკვავე NAE NAE საქართველოს სახელით Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე წარდგება
NAE NAE - Red Bull Dance Your Style საქართველოს გამარჯვებული ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
NAE NAE – Red Bull Dance Your Style საქართველოს გამარჯვებული
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

თბილისში, კუს ტბაზე, Red Bull Dance Your Style-ის საქართველოს ეროვნული ფინალი გაიმართა, სადაც ქუჩის ცეკვის 16 საუკეთესო მოცეკვავე გამარჯვებისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდა. საერთაშორისო ფორმატის ერთ-ერთი მთავარი თავისებურების შესაბამისად, გამარჯვებული არა ჟიურიმ, არამედ მაყურებლის ხმებმა გამოავლინა.

დაძაბული და სანახაობრივი „ბეთლების“ შემდეგ NAE NAE-მ ფინალში Lucas-სთან გამარჯვება მოიპოვა, შედეგად NAE NAE სწორედ ის მოცეკვავე გახდა, რომელიც საქართველოს სახელით Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე იასპარეზებს. საერთაშორისო შეჯიბრება 24 ოქტომბერს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

NAE NAE – Red Bull Dance Your Style საქართველოს გამარჯვებული
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

აღსანიშნავია, რომ Red Bull Dance Your Style-ის ფორმატი სრულად იმპროვიზაციაზეა დაფუძნებული. მონაწილეები წინასწარ არ იცნობენ მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებზეც მოუწევთ ცეკვა, ხოლო თითოეული დაპირისპირების გამარჯვებულს დარბაზში შეკრებილი მაყურებელი LED სამაჯურების მეშვეობით ავლენს.

Lucas -Red Bull Dance Your Style-ის ფინალისტი
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

წლევანდელ ფინალში 16 მოცეკვავე ერთმანეთს ერთი-ერთზე „ბეთლებში“ შეხვდა. ღონისძიების მუსიკალური ნაწილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების პოპულარული ტრეკებით იყო დატვირთული, DJ-ის პულტიდან გაჟღერდა ისეთი პოპულარული ჰიტები, როგორებიცაა KayaKata-ს Polo Palace და 666uba & Mamaflex-ის Kobra, ხოლო საღამოს სპეციალური სტუმარი Mamaflex იყო, რომელმაც მსმენელის წინაშე Hear Me Tonight შეასრულა.

Mamaflex -Red Bull Dance Your Style-ზე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ფინალისტები წინასწარი შესარჩევი ეტაპის შედეგად გამოვლინდნენ. მონაწილეები იაპონელმა მოცეკვავემ, Red Bull-ის არტისტმა და საერთაშორისო ჩემპიონატის Juste Debout-ის გამარჯვებულმა Kyoka-მ შეაფასა. შერჩევა ოთხი კრიტერიუმით ხდებოდა: მოძრაობით, რითმით, კრეატიულობითა და ქარიზმით. 

გამარჯვების შემდეგ NAE NAE-მ აღნიშნა, რომ Red Bull Dance Your Style-ში მონაწილეობა მისთვის უკვე მესამე მცდელობა იყო, ხოლო გამარჯვება მაყურებლის მხარდაჭერამ და საკუთარი თავის რწმენამ განაპირობა.

NAE NAE – Red Bull Dance Your Style საქართველოს გამარჯვებული
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

NAE NAE – არტისტი

„მე ვარ NAE NAE ქალაქ რუსთავიდან, სტუდია „მოზაიკის“ წარმომადგენელი. ეს ჩემთვის უკვე მესამე Red Bull Dance Your Style იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ვაიბმა და სტილმა მაყურებლის გული მოიგო. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო აუდიტორიას, მათი მხარდაჭერის გარეშე ეს გამარჯვება ვერ შედგებოდა. ახლა საქართველოს სახელით მსოფლიო ფინალზე, ციურიხში მივემგზავრები და ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. თავიდანვე მჯეროდა, რომ ფინალამდე მივიდოდი. სცენაზე ასვლისას საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს, შენს ამ ენერგიას მაყურებელიც გრძნობს. ჩემთვის თავდაჯერებულობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და ვფიქრობ, ეს მუხტი მაყურებელსაც გადაეცა. მინდა ცალკე აღვნიშნო ჩემი მენტორების მხარდაჭერა: ჩემი მეუღლის, რომელიც ჩემი მენტორიცაა, ნინოს, და ჩემი საუკეთესო მეგობრის, რამინის. სწორედ მათი დიდი წვლილის შედეგად ვარ დღეს ის, ვინც ვარ.”

NAE NAE მსოფლიო ფინალზე 30-ზე მეტი ქვეყნის გამარჯვებულთან ერთად იასპარეზებს და საქართველოს სახელით Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. 

Red Bull Dance Your Style
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სინემატიკური ნოსტალგია – გაიცანით „ისინი”

შემდეგი სტატია

მაიკლ ჯექსონი და Madonna ლოს ანჯელესი, 1991 წლის 25 მარტი Pierre-Giles Vidoli/WWD

Madonna და მაიკლ ჯექსონი Billboard 200-ის საუკეთესო ათეულში ბოლო 25 წლის განმავლობაში ერთად პირველად მოხვდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი

მცენარეების მუსიკა  –  Pflanzenmusik – ინტერდისციპლინური ვორქშოპი გოეთეს ინსტიტუტში 

ვორქშოპი, რომელსაც ლევან შანშიაშვილი უხელმძღვანელებს, ბიოლოგიის, ტექნოლოგიისა და ხელოვნების სფეროებს მოიცავს.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი