Charli xcx-მა ვენსან კასელის მონაწილეობით ახალი კლიპი Camera გამოუშვა

ვიდეოთი არტისტმა კონცეპტუალურად შეკრა დაანონსებული ალბომი – Music, Fashion, Film.
Charli xcx – Camera
ROMY GAVRAS

მუსიკისა და მოდის თემებისადმი მიძღვნილი სინგლების გამოშვების შემდეგ, Charli xcx-მა  21 ივლისს მუსიკალური ვიდეო Camera წარადგინა. არტისტმა ამ ვიდეოთი კონცეპტუალურად შეკრა დაანონსებული ალბომი – Music, Fashion, Film.

ჩარლი სინგლს მთელი ალბომის პრომო კამპანიის განმავლობაში აანონსებდა, მათ შორის ივლისის დასაწყისში, ნიუ-იორკსა და ლონდონში გამართულ კონცერტებზე, როცა მუსიკოსი Camera-ს ასრულებდა. სიმღერის შავ-თეთრი ვიდეოს რეჟისორი ფილმ  The Moment-ის ავტორი ეიდან ზამირია, ხოლო მთავარ როლს მსახიობი ვენსან კასელი ასრულებს. ვიდეოში თავად Charli xcx რეჟისორის როლშია. ის გადასაღებ მოედანზე მოძრაობს და მსახიობებსა და გადამღებ ჯგუფს მითითებებს აძლევს. 

რაც შეეხება სინგლის ტექსტს, ბრიტანელი პოპვარსკვლავი მღერის იმის შესახებ, თუ როგორ დაიღალა მონოტონური ცხოვრებით. Camera მეოთხე სინგლია ალბომიდან – Music, Fashion, Film, რომელსაც წინ უძღოდა სიმღერები: Wink Wink, SS26 და Rock Music. 11-ტრეკიანი LP-ის დანარჩენი ნაწილი 24 ივლისს გამოვა, სადაც რეჟისორ დევიდ კრონენბერგთან კოლაბორაციასაც შევხვდებით.

Charli xcx-ის კარიერული ნაბიჯები კინოსამყაროში გრძელდება. ის მთავარ როლს ასრულებს ფილმში Want Your Sex, რომელიც კინოთეატრებში 31 ივლისს გამოვა. მომღერალი Brat-ის მომდევნო ალბომის მხარდასაჭერად ჩრდილოეთ ამერიკაში ტურნესაც იწყებს, რომელიც სტარტს 11 სექტემბერს ფილადელფიაში აიღებს.

33 წლის Charli xcx-მა განსაკუთრებულ წარმატებას 2024 წლის ივნისში გამოშვებული ალბომის, Brat-ის შემდეგ მიაღწია, რომელმაც Billboard 200-ში მე-3 ადგილი დაიკავა. ალბომმა 2025 წელს ასევე მოიპოვა გრემის ჯილდო საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში.

იხილეთ Camera-ს მუსიკალური ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

30 ივლისს Moby-სთან ერთად სცენაზე Circus Mircus წარდგება

შემდეგი სტატია

Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი