ბიონსემ Morning Dew (Donk)-ის რემიქს ალბომი გამოსცა, რომელშიც ჯეი-ზი მონაწილეობს

ოთხსიმღერიანი EP 5 აგვისტოს გამოვიდა.
ჯეი-ზი და ბიონსე
COLUMBIA RECORDS/YOUTUBE

ბიონსე სიურპრიზებითაა სავსე. Morning Dew (Donk)-ის გამოცემიდან რამდენიმე კვირაში მან ფანები მისი რემიქს ალბომის გამოცემით გააკვირვა – ოთხსიმღერიანი  EP-ის, რომელშიც ჯეი-ზიც მონაწილეობს. 

ჩანაწერი 5 აგვისტოს დილას გამოვიდა. ინფორმაცია მომღერლის ფანებმა Parkwood Entertainment-ის სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყვეს. 

ბიონსეს, ფარელ უილიამსის, The-Dream-ისა და დარიუს დიქსონის მიერ შექმნილი Morning Dew (Donk) 4 ივლისს გამოვიდა. სიმღერის ოფიციალურმა რელიზმა ბოლო წლებში გაჟონილი დემოვერსიების სერია დაასრულა.

რემიქს ჩანაწერში ჯეი-ზი სიმღერას თავის რეპს ამატებს. მისი ვოკალი ასევე ისმის აკუსტიკურ ვერსიაშიც.

Morning Dew (Donk) მე-7 ადგილზე გავიდა „ბილბორდის” R&B/ჰიპ-ჰოპ სიმღერების ჩარტში, რითაც ბიონსე სამი წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა ჩარტის ტოპ ათეულში. სიმღერამ ასევე Billboard Hot 100-ის 26-ე პოზიცია დაიკავა და ტოპ 40-ში შესული 61-ე ნამუშევარი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, Morning Dew 2013 წელს ჩაიწერა. 2021 წელს მისმა ფრაგმენტმა გაჟონა, ორი წლის შემდეგ კი ინტერნეტში სრული ვერსიაც გავრცელდა და „ტიკტოკ” ტრენდადაც კი იქცა. 

Morning Dew შევა ბიონსეს მეორე ალბომის, B’Day-ს 20 წლის საიუბილეო, დელუქს გამოცემაში. ალბომი, რომელიც 2006 წლის სეტემბერში გამოვიდა, Billboard 200-ის ლიდერი გახდა და წარმოშვა ჰიტი Irreplaceable, რომელმაც 2007 წლის ბოლო Hot 100-ის პირველი პოზიცია მოიპოვა. ალბომში ასევე შედის Beautiful Liar შაკირასთან ერთად, Deja Vu ჯეი-ზისთან ერთად და Ring the Alarm.

მოუსმინეთ Morning Dew (Donk)-ის რემიქს კოლექციას:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“  ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება

შემდეგი სტატია

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი