გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” – ამბობს მომღერალი.
პოლ მესკალი და გრეისი აბრამსი
CHAD SALVADOR/WWD

თავდაპირველად გრეისი აბრამსი ღელავდა, რადგან ფიქრობდა, რომ პოლ მესკალთან სტაბილურ ურთიერთობას შესაძლოა მისი მუსიკის წერის მოტივაციისთვის  საფრთხე შეექმნა. ამის შესახებ მან „ვოგთან” საუბარში აღნიშნა. თუმცა Rolling Stone-ის ყდის ახალ ინტერვიუში მომღერალმა ეს სიტყვები განმარტა და ხაზი გაუსვა, რომ მისმა ხანგრძლივმა რომანმა მსახიობთან მხოლოდ და მხოლოდ საპირისპირო შედეგი მოიტანა. 

ახალი ინტერვიუ „ვოგში” მისი კომენტარების გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ გამოვიდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ აბრამსი გაკვირვებული დარჩა, როცა ნახა, თუ როგორი ინტერპრეტაცია გაუკეთა ზოგიერთმა მის სიტყვებს ისე, თითქოს ამბობდა, რომ მესკალის მის ცხოვრებაში ყოფნა მთელ მის კარიერას ემუქრებოდა. „სულ გავგიჟდით? რა ჯანდაბაა?” – იხსენებს მომღერალი. „მაშინვე გამახსენდა, თუ რატომ არ უნდა შევიხედო სოციალურ ქსელებში.”

მუსიკოსმა განმარტა, რომ ამ ურთიერთობამ მის კარიერაზე მხოლოდ დადებითი გავლენა იქონია. „მან ყველაზე დიდი სივრცე მომცა, რომ ჩემს ცხოვრებაზე დავფიქრებულიყავი,” – ამბობს აბრამსი ირლანდიელ მსახიობზე. 

„ეს სარკეში ჩახედვას ჰგავდა. არასდროს მეგონა, თუ ვინმესთან ურთიერთობა ამას შეძლებდა. მან ისეთი პერსპექტივები დამანახა, როგორსაც ვოცნებობდი წინა ურთიერთობებში, ურთიერთობებში ოჯახთან, მეგობრებთან. ეს საუკეთესო საჩუქარი და პერიოდია.”

მსახიობი და მუსიკოსი პირველად ერთად 2024 წლის ზაფხულში შენიშნეს. შემდეგ კი წყვილი ერთად გამოჩნდა „გლადიატორი 2-ის” პრემიერაზე. პირველ ეტაპზე, ორივე მხარემ პირადი ცხოვრების გასაიდუმლოება არჩია, თუმცა გასულ წელს მათ უკვე დაიწყეს ურთიერთობის გაზიარება და მსახიობი ხშირად ჩნდებოდა აბრამსის ინსტაგრამ პოსტებში. 

წყვილი ამჟამად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, სადაც მესკალი სემ მენდესის ფილმის The Beatles – A Four-Film Cinematic Event გადაღებებისთვის იმყოფება. ამასთანავე, მსახიობი – რომელიც ფილმში პოლ მაკარტნის როლს ასრულებს – აბრამსს მუსიკის შექმნის შემოქმედებით პროცესში ეხმარება. მათ ერთად დაწერეს სიმღერა Imaginary Friend აბრამსის Billboard 2000-ის ლიდერი ალბომისთვის Daughter From Hell.

„ეს არ იყო რაღაც განსაკუთრებული მოვლენა,” – ამბობს აბრამსი ინტერვიუში. „ჩვენ ძალიან მუსიკალური ოჯახი ვართ და მუდმივად რაღაც იხარშება… იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა.”

აბრამსმა ასევე აღნიშნა, რომ გასაოცარია იმის ყურება, თუ როგორ ახერხებს გარდასახვას მისი პარტნიორი ფილმისთვის, რომლისთვისაც მან ბას-გიტარაზე მარცხენა ხელით დაკვრაც კი ისწავლა. „ის უცხოპლანეტელს ჰგავს. ის მარცხენა ხელით უკეთ უკრავს გიტარაზე, ვიდრე მე მთელი ჩემი ცხოვრება.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მსოფლიო მოდის ლეგენდა საქართველოში: თბილისს ნაომი კემპბელი DJ სეტითა და ექსკლუზიური შოუთი ეწვევა

შემდეგი სტატია

ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“  ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი