მსოფლიო მოდის ლეგენდა საქართველოში: თბილისს ნაომი კემპბელი DJ სეტითა და ექსკლუზიური შოუთი ეწვევა

26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში Mono Hall და Boom Boom Booking Agency ლეგენდარულ ბრიტანელ სუპერმოდელს, ნაომი კემპბელს დიჯეის ამპლუაში წარმოგიდგენთ.

საქართველოს მოდისა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს სრულიად უპრეცედენტო და ისტორიული მოვლენა ელოდებათ. Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, 26 სექტემბერს თბილისს პირველად მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სუპერმოდელი  ნაომი კემპბელი (Naomi Campbell) ეწვევა.

ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართება. ბრიტანელი ვარსკვლავი ქართველი მაყურებლის წინაშე სრულიად განსხვავებული და მოულოდნელი ამპლუით – DJ სეტითა და ექსკლუზიური შოუთი წარდგება.

ნაომი კემპბელი ათწლეულებია, გლობალური მოდის სტანდარტებსა და ტენდენციებს განსაზღვრავს. ის არის ფიგურა, რომელიც პოდიუმის საზღვრებს გასცდა და თანამედროვე პოპკულტურის სიმბოლოდ იქცა.

Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის, როგორც საერთაშორისო კულტურული, მუსიკალური და გასართობი ცენტრის მზარდ სტატუსს. 

ნაომი კემპბელის ვიზიტი საქართველოს კულტურულ და გასართობ სივრცეში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპად შეფასდება და აუდიტორიას მსოფლიო დონის შოუსა და უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ცნობისთვის, ე.წ. Early Bird კატეგორიის შეზღუდული რაოდენობის ბილეთების გაყიდვა 6 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება. ხოლო გენერალური გაყიდვები 7 აგვისტოს, 12:00-დან Biletebi.ge-ს პლატფორმის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„მუსიკას აქვს უნარი, შეეხოს ადამიანს ყველაზე პირადულ, სიღრმისეულ დონეზე” – ინტერვიუ Moby-სთან

შემდეგი სტატია

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სანდრო ჯორბენაძე – ელექტრონული მუსიკა, როგორც გამოცდილება და სივრცე, სადაც იდეები ერთიანდება

„ვფიქრობ, დღევანდელი ქართული ელექტრონული სცენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამაყეა, რომ საქართველომ შეძლო საკუთარი იდენტობის შექმნა და საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა.“ - სანდრო ჯორბენაძე.
მეტი
Modular friends 011

Modular Friends – მოდულარული სინთეზისა და ვიზუალური ხელოვნების ცოცხალი დიალოგი Synthesia Lab-ში

17 მაისს Synthesia Lab-ში Modular Friends-ის მე-11 გამოშვება გაიმართება. ეს არის ღონისძიება, რომელიც მოდულარულ სინთეზს, იმპროვიზაციულ მუსიკასა და აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებას აერთიანებს.
მეტი

eZo Festival თბილისის ზღვაზე ახალ თავგადასავალს იწყებს

ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და ფერადი ფესტივალი eZo Festival ახალი ლოკაციითა და განახლებული ენერგიით ბრუნდება. ღონისძიებები 5, 6 და 7 ივნისს თბილისის ზღვზეა დაგეგმილი.
მეტი
Peggy Gou Courtesy of Atlantic Records

Goldenvoice სან-ფრანცისკოში „სეზონურ საკლუბო გამოცდილებას“ Peggy Gou-სთან, Mau P-სთან, Michael Bibi-სა და სხვა მონაწილეებთან ერთად აანონსებს

Club Darc ქალაქის 48-ე სანაპიროზე, უქმე დღეებში, 27 თებერვლიდან 16 მაისამდე გაიმართება.
მეტი
Jean-Michel Jarre FRANCOIS ROUSSEA

საფრანგეთი ელექტრონულ მუსიკას „არამატერიალურ კულტურულ ძეგლად“ აღიარებს

ელექტრონული მუსიკა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიას ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნების ეს ფორმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საფრანგეთის კულტურული იდენტობის ჩამოყალიბებაში.
მეტი