გრემის მუზეუმში ოლივია როდრიგოს გამოფენა გაიხსნება

გამოფენაზე კლიპის – The Cure-ის რეკვიზიტები იქნება წარმოდგენილი და ფანები მუსიკალური ვიდეოს გადაღების პროცესს გაეცნობიან.
ოლივია როდრიგო გრემის 67-ე დაჯილდოების ცერემონიაზე.
KEVIN WINTER/GETTY IMAGES FOR THE RECORDING ACADEMY

2 სექტემბერს ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე  Grammy Museum-ში ოლივია როდრიგოს გამოფენა, სახელწოდებით Olivia Rodrigo: the cure unraveled გაიხსნება. მასზე წარმოდგენილი იქნება არტისტის სიმღერის – The Cure-ის მუსიკალური ვიდეოსთვის სპეციალურად შექმნილი ხელნაკეთი დეკორაციები, რეკვიზიტები და არტ-ობიექტები. გამოფენა 2027 წლის 22 თებერვლამდე გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპოზიცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც გრემის დაჯილდოების პირველი რაუნდის ხმის მიცემის დაწყებამდე, ასევე Crypto.Com Arena-ზე ცერემონიის ჩატარებიდან 15 დღის განმავლობაში.

ჩნდება კითხვა – მიანიჭებს თუ არა ეს გამოფენა როდრიგოს დამატებით უპირატესობას გრემის ხმის მიცემისას? როდრიგო მთავარ ნომინაციებში ერთ-ერთ ძლიერ კანდიდატად ითვლება. მისი მესამე სტუდიური ალბომი – you seem pretty sad for a girl so in love დიდი ალბათობით მოიპოვებს ადგილს წლის ალბომის ნომინაციაში. ამასთან, მას წლის ჩანაწერისა და წლის სიმღერის კატეგორიებშიც აქვს შანსი ისეთი სინგლებით, როგორებიც არის: The Cure და Drop Dead.

როდრიგო გრემის აკადემიის ერთ-ერთი ფავორიტია – მას 14 ნომინაციიდან მოპოვებული აქვს 3 ჯილდო, მათ შორის 2022 წელს საუკეთესო ახალი შემსრულებლის ტიტული.

გამოფენა American Express-ის მხარდაჭერით იმართება. ექსპოზიციის საჯარო გახსნამდე ერთი დღით ადრე, 1-ელ სექტემბერს როდრიგოს მონაწილეობით სპეციალური ღონისძიება ჩატარდება. დახურული გახსნის პროგრამა მოიცავს დისკუსიას, რომელსაც ოსკაროსანი რეჟისორი და ვეტერანი მუსიკალური ჟურნალისტი კამერონ კროუ გაუძღვება, ასევე დაგეგმილია ცოცხალი პერფორმანსი.

„მე ბავშვობიდან დავდიოდი Grammy Museum-ში და მათი მისია ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ გამოფენაზე მათთან თანამშრომლობა ერთგვარი წრის შეკვრასავითაა,“ – აღნიშნავს როდრიგო განცხადებაში. „ეს იდეალური ადგილია The Cure-ის ვიდეოს იმ დეტალების წარმოსაჩენად, რომლებიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ასევე წარმოვადგენთ გასული ათწლეულის განსაკუთრებულ ექსპონატებს, რომლებიც მოგვიანებით დაემატება გამოფენას და რომლებიც აქამდე არასდროს მიჩვენებია. მოუთმენლად ველი, როდის ნახავთ ამ ყველაფერს!“

Grammy Museum-ის კურატორმა, კელსი გელცმა კი დაამატა: „ოლივია პოპმუსიკის შემოქმედებითი ფიგურაა და Grammy Museum მოხარულია, რომ საშუალება აქვს, წარმოაჩინოს ის განსაკუთრებული მაგია, რაც ფანების საყვარელი ვიდეოს მიღმა დგას. გამოფენა გთავაზობთ პროფესიონალური მუსიკალური ვიდეოს შექმნის უნიკალურ კადრს მიღმა პროცესს.“

ვიდეოს ორიგინალური რეკვიზიტებით, კადრირებებით, გადასაღები მოედნის ფოტოებითა და ინტერაქტიული მასალით, Olivia Rodrigo: the cure unraveled ფანებს პირდაპირ როდრიგოს ვიზუალურ სამყაროში ეპატიჟება.

ქეთ სოლენისა და ჯეიმი ჯერინის რეჟისურით გადაღებული The Cure-ის ვიდეო ასახავს როდრიგოს, როდესაც ის სიყვარულის სირთულეებს იკვლევს და ამ პროცესში საკუთარი თავის ერთ ვერსიას ემშვიდობება. საბოლოო კლიპი თითქმის მთლიანად ხელითაა შექმნილი – მინიატურების და კადრობრივი ანიმაციის გამოყენებით. დამდგმელმა მხატვარმა ლიამ მურმა კი თითქმის ყველა ზედაპირი და ობიექტი მუყაოსა და ხელით მოხატული დეტალებით დაამუშავა.

როდრიგო MTV Video Music Awards-ის მომავალ დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაშია წარდგენილი: საუკეთესო პოპი, სიმღერისთვის – Drop Dead და საუკეთესო ალტერნატიული ჩანაწერი, სიმღერისთვის – The Cure. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Snoop Dogg თავისი ნაყინის კომპანიისთვის გემოს შემფასებელს ეძებს და კანდიდატს თვეში 10 000 დოლარს სთავაზობს

შემდეგი სტატია

Tbilisi Hip-Hop Festival – თბილისში ურბანული კულტურის პირველი ფესტივალი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Snoop Dogg თავისი ნაყინის კომპანიისთვის გემოს შემფასებელს ეძებს და კანდიდატს თვეში 10 000 დოლარს სთავაზობს

განაცხადის შეტანა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მეტი

Quemmekh მუსიკალური შოუს საიდუმლო სტუმარს აანონსებს და კამპანიის ფარგლებში ახალ ვიდეოს აქვეყნებს

Quemmekh მუსიკალური შოუს საიდუმლო სტუმარს აანონსებს და კამპანიის ფარგლებში ახალ ვიდეოს აქვეყნებს
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი

OASIS-ის 2025 წლის ტურნეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორები განმარტავენ, თუ რატომ დამალეს კამერები გადაღებისას

OASIS: DON’T LOOK BACK IN ANGER-ის პრემიერა სექტემბერში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.
მეტი