Snoop Dogg თავისი ნაყინის კომპანიისთვის გემოს შემფასებელს ეძებს და კანდიდატს თვეში 10 000 დოლარს სთავაზობს

განაცხადის შეტანა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
Snoop Dogg
COURTESY OF PUBLICIST.

Snoop Dogg და მისი ნაყინის კომპანია Dr. Bombay გემოს შემფასებელს ეძებენ.იდეალური კანდიდატის მოსაძებნად სნუპი HR კომპანია Deel-თან თანამშრომლობს. სამუშაო სრულად დისტანციურია, ანაზღაურება შთამბეჭდავი, თვეში 10 000 დოლარია და განაცხადის შეტანა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში რეპერმა მიმართვა გავრცელა: „Dr. Bombay-ში ნაყინის საერთაშორისო დეგუსტატორს ვქირაობ. თვეში 10 ათასი, განაცხადის გაგზავნა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ. აღმოჩნდა, რომ გლობალურ ბაზარზე გასვლა ასე მარტივი არ არის. იცით, ფული მიყვარს, მაგრამ საბუთებთან დაკავშირებული ფორმალობები – არა. თუმცა ამ ყველაფერს Deel  აგვარებს და ვინ იცის, შეიძლება აქ, ჩემ გვერდითაც აღმოჩნდე. ასე რომ, მზად ხარ გახდე Dr. Bombay-ს ოფიციალური ნაყინის შემფასებელი? მაშინ გადადი Deel.com/Snoop-ზე და გააგზავნე განაცხადი.“

Dr. Bombay ცნობილია ისეთი ნოსტალგიური გემოებით, როგორებიცაა Long Beach Fruit Cart, Sticky Caramel Apple Pie და Peanut Butter Jelly Time. 

იხილეთ ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები. 

ვაკანსიის აღწერა:

  • საკვებისა და არომატების ტენდენციების დაკვირვება გლობალურ ბაზრებზე
  • კულტურულად აქტუალური და სოციალურად გახმაურებული სიახლეების ცოდნა
  • ანგარიშის მომზადება იმის შესახებ, თუ რას ჭამენ, სვამენ, აზიარებენ და რაზე საუბრობენ ადამიანები
  • დეგუსტაციის პროცესის კონტენტის გადაღება სოციალური ქსელებისთვის ბუნებრივი ფორმატით
  • Dr. Maya-ს წარმომადგენლობა
  • არომატების იდეების და მარკეტინგული კონცეფციების იდეების შეთავაზება
  • Dr. Maya-სა და გუნდთან შეხვედრებში მონაწილეობა მიგნებების განსახილველად
  •  მიმდინარე კამპანიებსა და არომატების მიმართულებაზე მუშაობაში ჩართვა

მოთხოვნები:

  • ღრმა ინტერესი საკვების, კულტურისა და ტენდენციების აღმოჩენის მიმართ
  • ძლიერი სოციალური ინსტინქტები
  • მარტივი მიგნებების ტექსტურად ჩამოყალიბების უნარი
  • კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარე
  • აუცილებელი მოთხოვნა: რძის ნაწარმზე დაფუძნებული ნაყინის პროდუქტების სენსორული შეფასების უნარი (გემო, არომატი, ტექსტურა) 
  • ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად)
  • დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ინტერესი ბიზნესის, ბრენდინგის ან პროდუქტის შექმნის მიმართ 
  • ღიაა არატრადიციული განაცხადებისა და კონტენტ კრეატორებისთვის

შერჩეულ კანდიდატს სამთვიანი ფიქსირებული ვადით დამოუკიდებელი კონტრაქტორის ხელშეკრულება გაუფორმდება

განაცხადის შეტანა შეგიძლიათ აქ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

შემდეგი სტატია

გრემის მუზეუმში ოლივია როდრიგოს გამოფენა გაიხსნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი