Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი
Kehlani – BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani  მსოფლიო ტურნეს დროებით აჩერებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე კონცენტრირდება. გრემის მფლობელმა მომღერალმა 26 აგვისტოს სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ Kehlani World Tour-ის ფარგლებში დაგეგმილ მომდევნო ორ კონცერტს  ნიუ ჯერსისა და მერილენდში აუქმებს. ამის მიზეზად კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ჰოსპიტალიზაცია სახელდება. 

„ორი დღე ვისვენებდი და თავს სრულიად ნორმალურად ვგრძნობდი. მაგრამ შემდეგ მთელი ღამე არ მიძინია, ყლაპვა მიჭირდა და საშინელი ტკივილები მქონდა, ახლახან დავტოვე საავადმყოფო და ექიმებმა მომდევნო ორ კონცერტზე სიმღერის უფლება არ მომცეს. ძალიან ვწუხვარ ამის გამო,“  – დაწერა მომღერალმა. 

არტისტმა განაცხადა, რომ ტურნე 29 აგვისტოს ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში, Allianz Amphitheater at Riverfront-ზე განახლდება.

„გული მწყდება, რომ ამის გაკეთება მიწევს. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ჯანმრთელობა მწყობრში ჩადგეს, თუმცა გარანტირებული მაინც არაფერია. ტურნეს ვირჯინიიდან გავაგრძელებთ.“  – წერს Kehlani.

ტურნეს განმავლობაში Kehlani ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ჩრდილოეთ ამერიკაში ტურნეს დროს ის სხვადასხვა სპა სალონს, იოგა სტუდიასა და გამაჯანსაღებელ ცენტრებს სტუმრობდა.

ტურნეს დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, კონცერტები სექტემბრის განმავლობაში გაგრძელდება და ოქტომბრის დასაწყისში, სან-ფრანცისკოში გამართული შოუთი დასრულდება.

2026 წელს Kehlani Billboard-ის R&B/Hip-Hop Power Players ნომრის გარეკანზე მოხვდა. გამოცემაში მომღერალი თავის მეგობარსა და კოლეგას, ლეონ თომასს ესაუბრა, სადაც უარყო მოსაზრება, თითქოს R&B ჟანრი კვდება. 

„მძულს მოსაზრება, რომ თითქოს R&B მოკვდა, ის არსად წასულა. ადამიანები უბრალოდ ცოტა ზარმაცობენ და ახალი შემსრულებლების აღმოჩენას, მათ მოსმენასა და გაცნობას აღარ უთმობენ დიდ დროს. ახალი მუსიკა ყველგანაა, სადაც არ უნდა გაიხედოთ. მე ყოველდღე ვპოულობ ვინმე ისეთს, ვინც მომწონს.“- აღნიშნა მან.

31 წლის მომღერალმა აპრილში საკუთარი სახელწოდების ალბომი გამოსცა, რომელმაც Top R&B Albums ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა და Billboard 200-ში საუკეთესი-ხუთეულში მოხვდა.

Billboard-ი დამატებითი კომენტარისთვის Kehlani-ს წარმომადგენლებს დაუკავშირდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Quemmekh მუსიკალური შოუს საიდუმლო სტუმარს აანონსებს და კამპანიის ფარგლებში ახალ ვიდეოს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

Snoop Dogg თავისი ნაყინის კომპანიისთვის გემოს შემფასებელს ეძებს და კანდიდატს თვეში 10 000 დოლარს სთავაზობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი