Quemmekh-ის დაანონსებული მუსიკალური შოუს – Unburned-ის კამპანია გრძელდება. სოციალურ ქსელში ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოქვეყნდა, რომელშიც მსახიობი მარიამ ხუნდაძე მონაწილეობს. ამასთან ერთად, გავრცელდა დაანონსებული შოუს ახალი პოსტერიც.
25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია. ეს არის რეჟისორისა და მუსიკოსის კოლაბორაციული პერფორმანსი, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა მედიუმს გააერთიანებს.
ბოლო თვეების განმავლობაში მუსიკალური შოუს კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. სოციალურ ქსელებში Quemmekh-მა არაერთი თიზერი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ფოტოპროექტი გააზიარა, რომლებიც შოუს დაანონსებასთან ერთად მის კონცეფციაზე მიანიშნებს.

ფოტო: ლევან ლეკო ჭყონია
„ეს არის იმ სივრცის დაბრუნება, რომელსაც ბევრი წელი სხვა შესანიშნავ ხალხთან ერთად ვაშენებთ. ასევე, ჩემთვის ეს ერთგვარი საქართველოს ცაიტგაისტია – ისტორია, მნიშვნელოვანი ამბები, ხელოვნება, მისი როლი და შესაძლებლობები. იმის ჩვენება, თუ რა ხდება მაშინ, როცა რაღაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო და არ მოხდა,” – აღნიშნა მუსიკალური პროექტის, Quemmekh-ის დამფუძნებელმა სანდრო ქერაულმა Billboard Georgia-სთან საუბრისას.