Drake – Fear of Missing Out-ის თიზერს ავრცელებს

რეპერის საიდუმლოებით მოცული პროექტის პრემიერა 15 სექტემბერს შედგება.
Drake Joseph Okpako/WireImage
Drake
Joseph Okpako/WireImage

Drake-მა ახალი პროექტის, Fear of Missing Out-ის კიდევ ერთი თიზერი გაავრცელა.

12 სექტემბერს სუპერვარსკვლავმა სოციალურ ქსელში 25-წამიანი ვიდეო გააზიარა, რომელსაც შემდეგი აღწერა ახლავს: „არც ისე მოკლე ფილმი“.

ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტის აღწერა ასე გრძელდება: „მუსიკალურად გაფორმებულია ოჯახის მიერ“, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ პროექტის პრემიერა 15 სექტემბერს შედგება.

ვიდეოში მწვანე ნეონისფერი კატერი ჩანს, შორიდან ქალაქის ხედი იშლება, საჭეს კი, სავარაუდოდ, თავად Drake მართავს. 

„რა მოხდებოდა, რომ გითხრათ, რომ თქვენი ცხოვრების ორი განსხვავებული ვერსია არსებობს? ერთ ვერსიაში რისკს ერიდებით და სიყვარულისგან თავს შორს იჭერთ. გრძნობთ, რომ საკუთარ თავს შორდებით. ეძებთ რაღაცას, რასაც ვერ პოულობთ. ხოლო ცხოვრების მეორე ვერსიაში თქვენ მას პოულობთ.“ –   ისმის ქალის ხმა კადრს მიღმა.

თიზერი Fear of Missing Out-ის შავ-თეთრი პოსტერით სრულდება. 

არტისტმა FOMO-ს შესახებ პირველად  მინიშნებები სექტემბრის დასაწყისში დააანონსა, როდესაც YouTube-ზე 15 სექტემბერს დაგეგმილი პირდაპირი ეთერის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პირველი თიზერის გამოშვების შემდეგ  გულშემატკივრების ნაწილი ვარაუდობდა, რომ ეს, შესაძლოა, ახალი მუსიკა, ვიდეორგოლი ან ტურნე ყოფილიყო. 

Drake-მა მაისში ალბომების –  ICEMAN, HABIBTI და MAID OF HONOUR  გამოშვებით ისტორია დაწერა, რის შემდეგაც ის პირველი არტისტი გახდა, რომელმაც Billboard 200-ში ერთდროულად საუკეთესო სამეულის ყველა ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან მაიკლ ჯექსონს გადაასწრო და მამაკაც სოლო არტისტებს შორის ყველაზე მეტი N1 ჰიტის მფლობელი გახდა. გარდა ამისა, რეკორდული მაჩვენებლით – ერთ კვირაში ჩარტში ერთდროულად 42 სიმღერით მოხვდა.

ალბომ ICEMAN-ის დებიუტი Billboard 200-ზე პირველი ადგილით შედგა. ეს Drake-ისთვის კარიერაში ჩარტის სათავეში მოხვედრილი მე-15 ალბომი გახდა, რის შედეგადაც მან რეპერებს შორის ყველაზე მეტი N1 ალბომების რეკორდით Jay-Z-იც ჩამოიტოვა. ალბომი წარმატებულ სვლას განაგრძობს – Top Rap Albums-ის ჩარტში მან კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა  და 13 კვირის განმავლობაში პირველი ადგილი დაიკავა.

ნახეთ Drake-ის Fear of Missing Out-ის უახლესი თიზერი ინსტაგრამზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„სიზმარა“ – Red Bull Soapbox Race-ის გამარჯვებულია

შემდეგი სტატია

FLOHIO – ლონდონური რეპის ენერგია „თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალის” სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი

ოფიციალურად დადასტურდა, რომ Jay-Z 2027 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი იქნება

იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის Super Bowl 14 თებერვალს – ვალენტინობის დღეს იმართება, ფანებს იმედი აქვთ, რომ Jay-სთან ერთად შოუს ბიონსეც შეუერთდება.
მეტი
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026 იწყება

ფესტივალის ფარგლებში რვა კონცერტი, საერთაშორისო მუსიკოსებისგან შემდგარი გამორჩეული პროგრამა და სამეცნიერო კონფერენცია იქნება წარმოდგენილი.
მეტი

40 წლის იუბილეზე დრეიკმა ბავშვობის ფოტოები გააზიარა: „ისეთს გიღებ, როგორიც ხარ“

დაბადების დღე რეპერმა საოჯახო ფოტოალბომების დათვალიერებითა და Backstreet Boys-თან ერთად შესრულებული დუეტით აღნიშნა.
მეტი
Ecco2k – Aldehydes and Ketones

თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, შვედური ალტერნატიული სცენის ვარსკვლავი Ecco2k ახალი სინგლით – Aldehydes & Ketones ბრუნდება

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი
გიგი ცინცაძის და ზუკა სიმონიშვილის ერთობლივი ალბომი Flow ფოტო: Lunatic

გიგი ცინცაძემ და ზუკა სიმონიშვილმა ერთობლივი ალბომი Flow გამოუშვეს

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი