წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი დასრულდა

11 დღის განმავლობაში ფესტივალის სცენა კამერულ, სიმფონიურ, საფორტეპიანო და ქორეოგრაფიულ პროგრამას დაეთმო.
წინანდლის ფესტივალი 2026

3-იდან 12 სექტემბრის ჩათვლით წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ჩატარდა. 11 დღის განმავლობაში ფესტივალის სცენა კამერულ, სიმფონიურ, საფორტეპიანო და ქორეოგრაფიულ პროგრამას დაეთმო.

ფესტივალი 3 სექტემბერს დირიჟორ ჯანანდრეა ნოზედას, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილისა და პან-კავკასიური ორკესტრის კონცერტით გაიხსნა. შესრულდა კაროლ შიმანოვსკის №1 სავიოლინო კონცერტი და ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის „შეჰერაზადა“.

4 სექტემბერს დღის პროგრამა „პედაგოგების კონცერტს” დაეთმო, შემდეგ კი კამერული მუსიკის საღამო გაიმართა, სადაც პინკას ცუკერმანმა, საიაკა შოჯიმ, ორი კამმა, ბრაიან ჩენგმა და სერგეი ბაბაიანმა ფელიქს მენდელსონისა და იოჰანეს ბრამსის ნაწარმოებები შეასრულეს.

5 სექტემბერს Schumann Quartett წარდგა და მოცარტისა და ბეთჰოვენის რეპერტუარი შესრულდა, საღამოს კი ამფითეატრის სცენა ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ წარმოდგენას დაეთმო.

6 სექტემბერს ლიზა ბათიაშვილის ფონდის კონცერტი გაიმართა. იმავე დღეს ჯანანდრეა ნოზედამ, პინკას ცუკერმანმა და პან-კავკასიურმა ახალგაზრდულმა ორკესტრმა ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტი და „სურათები გამოფენიდან“ წარადგინეს, გვიან საღამოს კი მსმენელის წინაშე გიორგი გიგაშვილი სოლო პროგრამით წარდგა.

7 სექტემბერს სერგეი ბაბაიანმა ვაინბერგის, დებიუსის, შოპენისა და შუბერტ-ლისტის თხზულებები შეასრულა, ასევე გაიმართა პროექტ „Georgian Rising Stars“-ის კონცერტი.

8 სექტემბრის პროგრამა მოიცავდა ილია გრინგოლცისა და პეტერ ლაულის,   ბათიაშვილის, მარკ-ანდრე ჰამელინისა და Schumann Quartet-ის კონცერტებს.

9 სექტემბერს პინკას ცუკერმანმა, საიაკა შოჯიმ, ორი კამმა, გიორგი მარდალეიშვილმა, დანიელ ბლენდულფმა და კიაინ სოლტანიმ ბრამსის №1 და №2 სიმებიანი სექსტეტები შეასრულეს. საღამოს გუსტავ მალერის №2 სიმფონია გაჟღერდა. კონცერტს რაფაელ პაიარემ უდირიჟორა. სცენაზე ასევე წარდგნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი.

10 სექტემბერს რაფაელ ფუიატრემ სოლო პროგრამა „From Bach to Piazzolla“ წარადგინა. ამავე საფესტივალო დღეს წინანდლის ფესტივალის სცენა ნიკოლაი ზნაიდერსა და ანდრეი გუგნინს დაეთმო.

11 სექტემბერს ჩენ რაისის, ოკა ფონ დერ დამერაუსა და სანდრო გეგეჭკორის მონაწილეობით ვოკალური და საფორტეპიანო კონცერტები ჩატარდა.

საღამოს კონცერტის შემადგენლობაში იყვნენ: ილია გრინგოლცი (ვიოლინო), ორი კამი (ალტი), კიან სოლტანი (ჩელო) და სერგეი ბაბაიანი (ფორტეპიანო). საღამო მოცარტისა და ბრამსის ნაწარმოებებს დაეთმო.

საფესტივალო პროგრამა 12 სექტემბერს კიაინ სოლტანისა და ჯეჰონგ პარკის გამოსვლით გაგრძელდა, სადაც რეზა ვალის, ეროლინ უოლენისა და სერგეი რახმანინოვის კომპოზიციები შესრულდა.

12 სექტემბერს წინანდლის ფესტივალმა აუდიტორიას განსაკუთრებული საღამო შესთავაზა. Lerici Music Festival-თან თანამშრომლობით, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ მასშტაბური მუსიკალური წარმოდგენა – „კარმენი“. პროექტის იდეის, კონცეფციისა და რეჟისურის ავტორი დმიტრი კრიმოვი გახლდათ, ვიზუალურ და ტექნიკურ მხარეზე კი ვიდეოდიზაინერმა პეტერ ვოზნესენსკიმ და განათების დიზაინერმა ეუგენიუს საბალიაუსკასმა იმუშავეს. პროექტის პროდიუსერი ინნა კრიმოვა იყო.

საღამოს მუსიკალურ ნაწილს ილია ინაიშვილი დირიჟორობდა. წამყვანი პარტიები შეასრულეს: ანიტა რაჭველიშვილმა (კარმენი), მიხეილ შეშაბერიძემ (დონ ხოსე), ნიკოლოზ ლაგვილავამ (ესკამილიო) და ანა ფალავანდიშვილმა (მიქაელა).

ფესტივალის დასკვნით დღეს პიანისტ ალექსანდრ მალოფეევის კონცერტი გაიმართა.

წინანდლის ფესტივალის პროგრამის დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი (Pan-Caucasian Youth Orchestra) წარდგა. საღამოს ცნობილი დირიჟორი ნიკოლაი ზნაიდერი (Nikolaj Szeps-Znaider) ხელმძღვანელობდა, საფორტეპიანო პარტია კი პიანისტმა დავით ხრიკულმა შეასრულა. კონცერტზე შესრულდა შოპენის, შტრაუსისა და რაველის ნაწარმოებები.

ფესტივალის დასკვნით მუსიკალურ წვეულებაზე თანამედროვე ჯაზისა და ფანკის სცენის გამორჩეული მუსიკოსი ვინსენ გარსია წარდგა.

უკვე მე-8 წელია, წინანდლის ფესტივალის უცვლელი მხარდამჭერი და წარმდგენია კომპანია „სილქნეტი“.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი BIAFF 2026 იწყება

შემდეგი სტატია

„ბჟა დო თუთა“  – Tamada-ს და ჯეგე სახოკიას ახალი მეგრული კომპოზიცია 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი