„ბჟა დო თუთა“  – Tamada-ს და ჯეგე სახოკიას ახალი მეგრული კომპოზიცია 

„ბჟა დო თუთა“ Tamada-სა და ჯეგე სახოკიას კოლაბორაციული ნამუშევარია, რომლის ტექსტიც ზეინაბ სარიას ლექსის მიხედვითაა შექმნილი.

Tamada ჯეგე სახოკიასთან ერთად ახალ მეგრულ ტრეკს „ბჟა დო თუთას“ წარმოგვიდგენს. „ჩვენებურებიდან“ ცნობილი მუსიკოსის მოწვევით შექმნილი კომპოზიცია არტისტის ახალი კოლაბორაციაა, რომელიც მეგრულ ენაზე შესრულებულ მუსიკას თანამედროვე ჟღერადობას უკავშირებს.

კომპოზიცია პოეტ ზეინაბ სარიას ლექსზე შეიქმნა. როგორც არტისტი სიმღერის Youtube აღწერაში აღნიშნავს, ტექსტი იმდენად ორგანულად მოერგო მუსიკალურ განწყობას, რომ ახალი ლექსის დაწერის საჭიროება აღარ გაჩენილა.

„ამჯერად „ჩვენებურებიდან“ ჯეგე სახოკია ვისტუმრე და ასე გემრიელადაც დავაბინავეთ ახალი მეგრული ტრეკი. არაჩვეულებრივი ქალბატონი ზეინაბ სარიას ლექსი ისე მოუხდა, ახლის დაწერის განზრახვაც კი ჩაგვიკლა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მეგრელების ემოციებს ველი 🙂 ქუგუმორძგუან!“  – წერს Tamada სიმღერის Youtube აღწერაში.

„ბჟა დო თუთა“  ლეიბლ deepdouqan records-ის საშუალებით გამოიცა, სიმღერის მასტერინგზე Monkyman-მა იმუშავა, ვიდეო კი სანდრო ცომაიას ეკუთვნის.

ახალი კომპოზიცია უკვე ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.

მოუსმინეთ „ბჟა დო თუთას“ YouTube-ზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი დასრულდა

შემდეგი სტატია

შერი და სხვა არაერთი ვარსკვლავი ბობ მაკის გარდაცვალებას ეხმაურება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი