შერი და სხვა არაერთი ვარსკვლავი ბობ მაკის გარდაცვალებას ეხმაურება

შერისთან თანამშრომლობა მაკის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო, თუმცა ათწლეულების განმავლობაში მისი ცნობილი კოსტიუმებით პოპკულტურის არაერთი ცნობილი სახე გამოჩნდა.
შერი და ბობ მაკი. 2024 წლის 13 მაისი.
JOHN SALANGSANG/VARIETY

შერი პატივს მიაგებს დიზაინერს, რომელიც 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ამბავს გამოეხმაურნენ სხვა სუპერვარსკვლავებიც, რომლებსაც წლების განმავლობაში მისი შთამბეჭდავი სამოსი ეცვათ.

„ძვირფასი ბობი ზეცაში წავიდა,” – დაწერა შერიმ სოციალურ ქსელში 14 სექტემბერს.

მაკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დიზაინერის ოფიციალურ Instagram-ის ანგარიშზე გავრცელდა. „მძიმე გულით გიზიარებთ, რომ დღეს ბობ მაკი გარდაიცვალა,” – ეწერა პოსტში.

„თავისი 87 წელი მან სრულფასოვნად იცხოვრა და აისრულა ოცნება, ყოფილიყო მოდისა და კოსტიუმების დიზაინერი, რაც ერთადერთი რამ იყო, რისი გაკეთებაც სურდა. მისი გენიალური და საოცარი დიზაინი მარადიულად იცოცხლებს და გააგრძელებს ამ სამყაროს გალამაზებას,” – ნათქვამია განცხადებაში.

Associated Press-ის ცნობით, მაკის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ გარდაცვალების მიზეზი ფილტვების ანთება გახდა.

შერისთან თანამშრომლობა მაკის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო, თუმცა ათწლეულების განმავლობაში მისი ცნობილი კოსტიუმებით პოპკულტურის არაერთი ცნობილი სახე გამოჩნდა. მათ შორის არიან მადონა, ქეროლ ბერნეტი, ბარბრა სტრეიზანდი, დაიანა როსი, ტინა ტერნერი, ზენდაია, მაილი საირუსი და ტეილორ სვიფტი. საბრინა კარპენტერმა, რომელსაც არაერთი გამოსვლისას ეცვა მისი შექმნილი სამოსი, დიზაინერის გარდაცვალების შესახებ პოსტი Instagram-ის Story-ში გააზიარა და თქვა, რომ ამ ამბავმა ძალიან დაამწუხრა.

„მისმა განუმეორებელმა ნამუშევრებმა ჩემს სამყაროში უამრავი სიხარული, შთაგონება და თავდაჯერებულობა შემოიტანა და ასე გაგრძელდება ყოველთვის,“ – დაწერა კარპენტერმა.

Pink-მა, რომელსაც ასევე ეცვა მაკის დიზაინით შექმნილი სამოსი შოუებსა თუ წითელ ხალიჩებზე, Instagram-ზე დაწერა, რომ „გულმოკლულია თავისი ერთ-ერთი კუმირის გარდაცვალების გამო“.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ბჟა დო თუთა“  – Tamada-ს და ჯეგე სახოკიას ახალი მეგრული კომპოზიცია 

შემდეგი სტატია

ლანა დელ რეი ზაქ ბრაიანთან კოლაბორაციას აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი