ლანა დელ რეი ზაქ ბრაიანთან კოლაბორაციას აანონსებს

ლანა დელ რეის სიმღერის ოფიციალური სახელწოდება არ გაუმხელია.
ლანა დელ რეი
Frazer Harrison/Getty Images

ლანა დელ რეიმ და ზაქ ბრაიანმა ერთობლივი სიმღერა ჩაწერეს. 13 სექტემბერს დელ რეიმ ინსტაგრამზე ფოტოების სერია გააზიარა, რომელშიც ჩაწერის პროცესია ასახული. პოსტი იწყება ვიდეოთი, რომელშიც ბრაიანი სტუდიაში დადის. ვიდეოში ჩანს სტუდიის კედლებზე დაკიდებული ვეშაპის ნახატები. პოსტში გაერთიანებულია ლანას, ბრაიანისა და დელ რეის მეუღლის, ჯერემი დუფრენის ერთობლივი ფოტოები.

ლანა დელ რეის სიმღერის ოფიციალური სახელწოდება არ გაუმხელია. პოსტში მომღერალი ბრაიანს მადლობას უხდის. დელ რეიმ ასევე აღნიშნა მელინდა და დაგი, რომლებსაც „შთამაგონებელი ადამიანები“ უწოდა და მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის. მელინდა და დაგ კირკპატრიკები მასაჩუსეტსელი ხელოვანები არიან.

ფანები ვარაუდობენ, რომ პროექტის ცენტრალური ხაზი ვეშაპებთან არის დაკავშირებული. 

ინსტაგრამის ეს პოსტი ფანებს საშუალებას აძლევს, თვალი ადევნონ ლანას შემოქმედებით პროცესს, სანამ ის ახალ ქანთრი ჟღერადობის ალბომზე მუშაობს. მომღერალი ამ პროექტს 2024 წლის იანვრიდან აანონსებს. ამავე ზაფხულს მან აღნიშნა, რომ ალბომი უკვე კარგა ხანია, მზადაა, თუმცა პარალელურად მის თანმდევ პროექტზე მუშაობდა.

ზაქ ბრაიანისთვის ეს სინგლი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კოლაბორაცია იქნება. წარსულში მან სიმღერები ჩაწერა ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან ბრიუს სპრინგსტინი, ნოა კაჰანი, ქეისი მასგრეივსი და ჯონ მაიერი. 

ბრაიანისა და დელ რეის გზები ადრეც გადაკვეთილა: 2024 წელს ორივე მათგანი ალაბამას Hangout Music Festival-ის ჰედლაინერი იყო, მომდევნო წელს კი Stagecoach-ზე გამოვიდნენ. გარდა ამისა, ბრაიანს წარსულში ლანას ჰიტის, – Video Games-ის აკუსტიკური ქავერიც აქვს ჩაწერილი.

ნახეთ ლანა დელ რეის ინსტაგრამის პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

შერი და სხვა არაერთი ვარსკვლავი ბობ მაკის გარდაცვალებას ეხმაურება

შემდეგი სტატია

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი