დაპირისპირება კორძის კონცერტის გარშემო – ვიდეომიმართვას ამჯერად მუსიკოსის დედა ავრცელებს

კორძს სოლიდარობას უცხადებენ ქართველი ხელოვანები.
ალექსანდრე კორძაია - Kordz
ალექსანდრე კორძაია – Kordz

კორძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა მუსიკოსის დედა და თავად მუსიკოსი თამრიკო კორძაია. „ქართულმა ოცნებამ აირჩია ალექსანდრე იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკა გაატაროს საერთაშორისო ფონდების წინააღმდეგ საქართველოში,” – ამბობს კორძაია. „იქნებ დაფიქრდეთ ყველანი, რა მიზეზები აქვს ამ კამპანიას ალექსანდრეს წინააღმდეგ, რა მიზანი აქვს და იქნებ ოდნავ მეტი წინააღმდეგობა გასწიოთ, ალექსანდრეს გამო კი არა ან იმ ადამიანების გამო, რომლებიც ციხეში სხედან, უბრალოდ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი თქვენც გეხებათ.”

ვნებათაღელვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როცა ცნობილი გახდა, რომ 26 სექტემბერს გორში კორძის კონცერტი უნდა გამართულიყო. კონცერტამდე ორი დღით ადრე კი მუსიკოსმა განცხადება გაავრცელა და გულშემატკივარს ღონისძიების გაუქმების შესახებ აცნობა. მიზეზად ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და მის შედეგად გამოწვეული საფრთხე დაასახელა. 

„მეგობრებო, იცით, რომ გორში, არტ-ჰაუსში დაგეგმილი ჩემი კონცერტი სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო. ადგილობრივი ხელისუფლების, „ოცნების” წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან,” – დაწერა კორძმა სოციალურ ქსელში.

კონცერტი ფესტივალ „კამარას” ფარგლებში უნდა გამართულიყო. განცხადება გაავრცელა ფესტივალის ორგანიზატორმა დანიის კულტურის ინსტიტუტმაც და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, „კამარა” დაგეგმილი სახით ვეღარ გაიმართებოდა.

ფესტივალის გაუქმებას გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. მათ სინანული გამოთქვეს ღონისძიების გაუქმების გამო და ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირს ღრმად სწამს ხელოვანების გამოხატვის თავისუფლების.

საკითხი პოლიტიკური შეფასებების თემად იქცა. ჯერ კიდევ „კამარას” გაუქმებამდე რამდენიმე დღით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირსა და ღონისძიების ორგანიზატორებს აკრიტიკებდა. სოციალურ ქსელებში კი ვრცელდებოდა ე.წ. ქარდები, სადაც კორძს ფაშისტური ნარატივების გამავრცელებლად მოიხსენიებდნენ. საქმე ეხება „ოლე, ოლას” სიმღერას, რომელიც 2024 წელს საპროტესტო აქციებზე შექიმნა და ამ პროცესების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სკანდირებად იქცა. კორძმა კი მოგვიანებით მისი მუსიკალური არანჟირება გააკეთა. 

პაპუაშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის განცხადებასაც. „ევროკავშირის საელჩოს განცხადება პირდაპირ წაქეზებაა სიძულვილის ენის, დედის გინების, მონის წოდების, ფაშიზმის, რადიკალიზმის,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ევროკავშირის განცხადებაზე საპასუხო კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ მიერ ფესტივალის დაფინანსებას ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი უწოდა. „ყველაზე მძიმე არის ის, რომ ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი. როდესაც კულტურის ცენტრი აფინანსებს უკულტურობასა და ფაშიზმს, ეს არის წარმოუდგენელი მოვლენა.”

კორძის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოთქვეს ქართველმა მუსიკოსებმა, ხელოვანებმა და ორგანიზაციებმა. თემაზე განცხადება გააკეთა საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულმა კავშირმაც:

„Kordz ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებაც სცდება ადგილობრივ მასშტაბებს. სამწუხარო და დამანგრეველი იქნება, თუ პოლიტიკური ზეწოლის გამო ასეთ მუსიკოსებს ჩაუხშობენ სურვილს, საკუთარ სამშობლოში დაგვასაჩუქრონ თავიანთი შემოქმედებით. ჩვენი პოზიცია უცვლელია: ​გამოხატვის თავისუფლება უზენაესია. ხელოვანს აქვს სრული უფლება, ჰქონდეს მოქალაქეობრივი პოზიცია. ​TUMIG სრულ სოლიდარობას უცხადებს კორძს და ყველა იმ მუსიკოსს, ვინც საკუთარი პოზიციის გამო წნეხის ქვეშ ექცევა. ხელოვნება ვერ იარსებებს ცენზურისა და შიშის გარემოში.”

ქართველი მუსიკოსი კორძი, იგივე ალექსანდრე კორძაია, ოცი წლის განმავლობაში შვეიცარიაში ცხოვრობდა. საქართველოში ის 2019 წელს დაბრუნდა და მუსიკალური კარიერის სამშობლოში გაგრძელებდა გადაწყვიტა. კორძი მალევე იქცა თანამედროვე ქართული მუსიკალური სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვან წარმომადგენლად.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრიტნი სპირსის ვაჟი ჯეიდენ ჯეიმსი პოპის სამყაროში დედის კვალს მიჰყვება

შემდეგი სტატია

SADA – ახალი პროექტი ქართულ მუსიკალურ სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰარი სტაილსი - მანჩესტერი, ინგლისი - 28 თებერვალი: BRIT Awards 2026 ფოტო Gareth Cattermole/Getty Images | (მხოლოდ სარედაქციო გამოყენება)

ჰარი სტაილსმა ლიამ პეინს გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა მიუძღვნა

სტაილსმა თავისი ყოფილი კოლეგის, One Direction-ის წევრის, ლიამ პეინის გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე პირველად წარადგინა აქამდე გამოუქვეყნებელი სამახსოვრო სიმღერა What Is Enough.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

Expectations-ის რემიქსი 16 ოქტომბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა. სიმღერა როდრიგოსა და ჩაპელ როუნის კოლაბორაციაა.
მეტი

„გრეის ანატომიის“ ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ შეიტყო დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც სწორედ მას ეძღვნებოდა

„ცხადია, ეს წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა სიუჟეტის მეშვეობით შევძელით, მისთვის პატივი მიგვეგო“, – თქვა მეგ მარინისმა.
მეტი

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ - Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
მეტი

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი