კიანუ რივზს პიტერ ჰუკის კონცერტზე Love Will Tear Us Apart მიუძღვნეს

რივზი Joy Division-ის დიდი ხნის გულშემატკივარია და ერთხელ გადაცემაში თქვა, რომ სწორედ ამ სიმღერას წაიღებდა უკაცრიელ კუნძულზე.
კიანუ რივზი Dogstar-ში
XAVI TORRENT/REDFERNS

კიანუ რივზმა სან-ფრანცისკოში ფანური ოცნება აისრულა და სცენაზე Peter Hook & The Light წარადგინა, სანამ კამერები მას Joy Division-ის Love Will Tear Us Apart-ზე ცეკვისას დააფიქსირებდნენ – სიმღერაზე, რომელსაც მსახიობი თავისი ყველა დროის ფავორიტად ასახელებს. 

აღნიშნული კონცერტი 21 სექტემბერს გაიმართა, სადაც Joy Division-ისა და New Order-ის თანადამფუძნებელმა ბასისტმა პიტერ ჰუკმა სიმღერა თავის ბენდთან, The Light-თან ერთად შეასრულა. მუსიკოსების გამოსვლამდე რივზმა მიკროფონი აიღო და ჯგუფი სცენაზე წარადგინა: „ერთადერთი და განუმეორებელი პიტერ ჰუკი და  the Light! მუსიკით, რომელიც ყველას გვიყვარდა, გვიყვარს და გვეყვარება.” სცენაზე ასულ ჰუკს კი მსახიობი გადაეხვია.

რივზი Joy Division-ის დიდი ხნის გულშემატკივარია. ერთხელ, სტივენ კოლბერტის ღამის შოუში სტუმრობისას, მან თქვა, რომ უკაცრიელ კუნძულზე სწორედ Love Will Tear Us Apart-ს წაიღებდა. შესაბამისად, ჰუკმა 1980 წლის ეს ჰიტი სწორედ რივზს მიუძღვნა.

26-სიმღერიან პროგრამაში შესრულდა Joy Division-ისა და New Order-ის რეპერტუარი, ასევე რამდენიმე სიმღერა ჰუკის 1990-იანი წლების შუაში შექმნილი პროექტიდან Monaco. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორი ემოციებით უსმენს რივზი სიმღერას კერძო ლოჟიდან.

ეს ყველაფერი თავად რივზის ბენდ Dogstar-ის ტურნეს ფარგლებში სან-ფრანცისკოში დაგეგმილ კონცერტამდე ერთი დღით ადრე მოხდა. მსახიობმა ალტერნატიული როკის ტრიო ლოს-ანჯელესში 1990-იანი წლების დასაწყისში ჩამოაყალიბა. ჯგუფის დანარჩენი წევრები არიან: ვოკალისტი და გიტარისტი ბრეტ დომროუზი და დრამერი და მსახიობი რობერტ მეილჰაუსი. მათი მუსიკალური სტილი იმავე პოსტპანკის ტრადიციას უკავშირდება, რომლის განვითარებაშიც პიტერ ჰუკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

2002 წლის დაშლის შემდეგ Dogstar 2020 წელს გაერთიანდა და 2023 წელს ახალი ალბომით Somewhere Between the Power Lines and Palm Trees დაბრუნდა. ჩანაწერმა „ბილბორდის” ვინილების ჩარტში მე-6 ადგილი დაიკავა. ჯგუფის უახლესი ალბომი All In Now წელს თავად ჯგუფის ლეიბლზე, Dillon Street Records-ზე გამოვიდა. ბენდის სახელწოდების მქონე სინგლმა კი Dogstar-ს 25 წლის შემდეგ პირველად მოუტანა ადგილი “ბილბორდის” სიმღერების ჩარტში. 

ჰუკისთვის ეს საღამო განსაკუთრებით მნიშვნელოვან წელს დაემთხვა. Joy Division-სა და New Order-ში გაწეული საქმიანობისთვის ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შედის.

2026 წლის ლაურეატებს შორის ასევე იქნებიან: ფილ კოლინსი, ბილი აიდოლი, Iron Maiden, „ოაზისი”, შადე, ლუთერ ვანდროუსი და Wu-Tang Clan.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Quemmekh - UNBURNED ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

UNBURNED  – QUEMMEKH-ის  ლაივ-შოუ

შემდეგი სტატია

Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევაში არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი
ჰარი სტაილსი - მანჩესტერი, ინგლისი - 28 თებერვალი: BRIT Awards 2026 ფოტო Gareth Cattermole/Getty Images | (მხოლოდ სარედაქციო გამოყენება)

ჰარი სტაილსმა ლიამ პეინს გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა მიუძღვნა

სტაილსმა თავისი ყოფილი კოლეგის, One Direction-ის წევრის, ლიამ პეინის გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე პირველად წარადგინა აქამდე გამოუქვეყნებელი სამახსოვრო სიმღერა What Is Enough.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

Expectations-ის რემიქსი 16 ოქტომბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა. სიმღერა როდრიგოსა და ჩაპელ როუნის კოლაბორაციაა.
მეტი

„გრეის ანატომიის“ ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ შეიტყო დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც სწორედ მას ეძღვნებოდა

„ცხადია, ეს წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა სიუჟეტის მეშვეობით შევძელით, მისთვის პატივი მიგვეგო“, – თქვა მეგ მარინისმა.
მეტი

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი