პატი სმითის მემუარი მის ბავშვობასა და შემოქმედებით გამოღვიძებაზე მოგვითხრობს

Bread of Angels: A Memoir არტისტის თაყვანისმცემლებისთვის აუცილებლად წასაკითხ წიგნებს შორისაა.
RANDOM HOUSE

სანამ „პანკის ნათლიას” შეარქმევდნენ, პატი სმითი ნიუ-ჯერსიში, საცხოვრებელ კომპლექსში გაიზარდა, რომელიც დანგრევისთვის იყო განწირული. ადრეული წლებიდანვე სმითი საკუთარ წერის უნარს ავითარებდა, პოეზიიდან დაწყებული, სიმღერების შექმნით დასრულებული. 1975 წელს კი მან საკულტო ალბომი Horses გამოსცა. თუმცა მოგვიანებით არტისტი ნიუ-იორკის ვარსკვლავურ ცოვრებას განერიდა და მიჩიგანში თავის ახალ ოჯახთან ერთად დასახლდა. 

ახლახან პატი სმითის უახლესი მემუარის რბილყდიანი ვერსია გამოვიდა. Bread of Angels: A Memoir მიჰყვება სმითის შემოქმედებითი აღმასვლის გზას იმ პერიოდში, როცა ახალ ოჯახურ ცხოვრებას სამწერლო და მუსიკალურ კარიერას უთავსებდა. მემუარი თავდაპირველად 2025 წელს მყარყდიანი ფორმატით გამოვიდა. 

გარდა ამისა, Bread of Angels პატი სმითის რიგით მეხუთე მემუარია. პირველი მოგონებები, სახელწოდებით Woolgathering, მან 1992 წელს გამოსცა. თითქმის 35 წელია, არტისტი პერიოდულად აქვეყნებს ნამუშევრებს, რომლებშიც მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპსა და მუსიკალურ კარიერას სიღრმისეულად აღწერს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მცენარეების მუსიკა  –  Pflanzenmusik – ინტერდისციპლინური ვორქშოპი გოეთეს ინსტიტუტში 

შემდეგი სტატია

Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი