Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი
ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებულ, აქამდე გამოუქვეყნებელ კომპოზიციებს კვირის ბოლოს სტრიმინგ პლატფორმებზე გამოაქვეყნებს. ამის შესახებ არტისტმა 29 სექტემბერს, Kick-ის პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ სიმღერების სერია სტრიმინგ პლატფორმებზე ხუთშაბათს, 1-ელ ოქტომბერს გამოვა.

„უყურეთ FOMO-ს. ხუთშაბათს სტრიმინგზე სიმღერების მთელი სერია გამოდის,“ – თქვა Drake-მა. „ყველა ის სიმღერა, რომლებზეც მწერთ… ნუ, ყველა არა, მაგრამ საკმარისად დიდი ნაწილი ხუთშაბათს გამოვა. სულ ეს არის.“

FOMO-ს პრემიერა YouTube-ზე 15 სექტემბერს შედგა. ფილმში Drake-მა მსმენელს თავისი ალბომების – HABIBTI-ს და MAID OF HONOUR-ის ახალი ვიზუალური მასალა წარუდგინა და ასევე არაერთი ახალი კომპოზიცია გამოუშვა. მთლიანობაში, არტისტმა დაახლოებით 10 აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააჟღერა. 

ახალ კომპოზიციებში Drake R&B-სა და რეპის ჟღერადობასთან ერთად ქანთრის ელემენტებსაც იყენებს. ნამუშევრებში შედის Classic-ის გაფართოებული ვერსია, Janice STFU-ს რემიქსი OnlyHeaven-თან ერთად და კოლაბორაცია Yeat-თან – სიმღერით Miss My Dawg, რომელიც რეპერის EP-ში, Cocoon-ში არის შესული. 

გულშემატკივრები განსაკუთრებით ელიან, მოხვდება თუ არა სტრიმინგ პლატფორმებზე დონ ტოლივერთან  ერთად ჩაწერილი ჰიტი Cold Shoulder, ასევე ელა ლენგლის რეკორდსმენი N1 ჰიტის, Choosin’ Texas-ის ინტერპოლაცია, რომელშიც დონ ტოლივერიც მონაწილეობს.  გარდა ამისა, Drake-მა FOMO-ში ასევე დააანონსა PARTYNEXTDOOR-თან თანამშრომლობა. 

ჯერჯერობით უცნობია, საბოლოოდ რომელი კომპოზიციები გახდება ხუთშაბათს საღამოს სტრიმინგ პლატფორმებზე ხელმისაწვდომი. Drake ასევე ემზადება მომავალი წლის ტურნესთვის, რომელიც მისი ალბომების, ICEMAN-ის, HABIBTI-ის და MAID OF HONOUR-ის მხარდასაჭერად გაიმართება. სამივე ნამუშევარმა მაისში Billboard 200-ის ჩარტში პირველი სამი პოზიცია დაიკავა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პატი სმითის მემუარი მის ბავშვობასა და შემოქმედებით გამოღვიძებაზე მოგვითხრობს

შემდეგი სტატია

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი