Bird Tale – ბექა გოჩიაშვილისა და კატო კვარაცხელიას ერთობლივი ნამუშევარი ახალი ალბომიდან

Bird Tale-ის მუსიკა თავად კატო კვარაცხელიას ეკუთვნის, ხოლო ტექსტი – ნინი ნუცუბიძეს.
კატო კვარაცხელია, MC Cutkill, ბექა გოჩიაშვილი
Bjazz11 – Be-Hop Vol.1

16 ოქტომბერს ბექა გოჩიაშვილის ახალი ალბომი – Bjazz11 – Be-Hop Vol.1 გამოვიდა. ერთ-ერთი სინგლი Bird Tale, რომელიც ჩანაწერშია შესული, კატო კვარაცხელიასთან ერთად ჩაიწერა. მუსიკა თავად კატო კვარაცხელიას ეკუთვნის, ხოლო ტექსტი – ნინი ნუცუბიძეს.

კატო კვარაცხელია:

„ჯერ კიდევ ბევრი წლის წინ, როცა ეს სიმღერა დავწერე, ბექას გავუგზავნე და მას ძალიან მოეწონა. შემდეგ ნინი ნუცუბიძემ ტექსტი დაწერა და ბექამ შემოგვთავაზა, რომ ამ ალბომისთვის ჩაგვეწერა, რამაც ძალიან გამახარა.“

ბექა გოჩიაშვილი:

„გარდა იმისა, რომ კატო კვარაცხელია ჩემი მეგობარია, ის ის ადამიანია, ვისთანაც მუსიკალურად სრულიად ვთანხმდები. ვფიქრობ, ეს სიმღერა ალბომის ერთ-ერთი ჰაილაითია. ძალიან ლირიკული და ლამაზი ნამუშევარია, ძალიან კარგი ტექსტით. არ არის მარტივი, რომ ჰიპ-ჰოპ ალბომს ასე მოუხდეს ქართული სიმღერა.“

რაც შეეხება ალბომს, Bjazz11 – Be-Hop Vol.1 დამოუკიდებელ ლეიბლ Street Poetry Records-ზე გამოიცა.

ალბომის კრედიტები:

პროდიუსერი: Bjazz11 (ბექა გოჩიაშვილი)

კლავიში: Bjazz11

ვოკალი / MC: MC Cutkill (ამიკო ნინუა), კატო კვარაცხელია

მუსიკოსები: Blaque Dynamite (მაიკ მიტჩელი), Joe Cleveland

მიქსინგი: თორნიკე გველესიანი

მასტერინგი: Analogcut

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bjazz11 – Be-Hop Vol.1 – ბექა გოჩიაშვილის ახალი ჰიპ-ჰოპ ალბომი

შემდეგი სტატია

„გრეის ანატომიის“ ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ შეიტყო დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც სწორედ მას ეძღვნებოდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი