„გრეის ანატომიის“ ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ შეიტყო დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც სწორედ მას ეძღვნებოდა

„ცხადია, ეს წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა სიუჟეტის მეშვეობით შევძელით, მისთვის პატივი მიგვეგო“, – თქვა მეგ მარინისმა.
დოლი პარტონი
CHRISTOPHER POLK/VARIETY

სერიალ „გრეის ანატომიის“ შემოქმედებითი ჯგუფი ნამდვილად არ ელოდა, რომ დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ დროს შეიტყობდა, როცა სწორედ მომღერლისადმი არაპირდაპირ მიძღვნილ ეპიზოდს იღებდა. 

გამოცემა Variety-სთან ინტერვიუში სერიალის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა მეგ მარინისმა პროექტის 23-ე სეზონის შესახებ ისაუბრა და გაამხილა, რომ ერთ-ერთი ახალი ეპიზოდი დოლი პარტონის იმიტატორზეა. ეპიზოდის სცენარი ქანთრის სუპერვარსკვლავის გარდაცვალებამდე დაიწერა და მისი გადაღებებიც ამ შემთხვევამდე დაიწყო. პარტონი აგვისტოში, 80 წლის ასაკში, სიმსივნესთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. „შუა გადაღების პროცესში ვიყავით, როდესაც დოლი პარტონი გარდაიცვალა“, – უთხრა მარინისმა გამოცემას.

„ეს იდეა ჩვენი სცენარისტების ოთახში გაჩნდა. ის მესამე ეპიზოდის ავტორმა ჯეის მაილს-პერესმა შემოგვთავაზა. ვხალისობდით და ვფიქრობდით, რომ ეს ძალიან სასაცილო და ამავდროულად საყვარელი სიუჟეტი იქნებოდა, რადგან, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვის არ უყვარს დოლი პარტონი?! მისი იმიტატორის შესახებ სიუჟეტი ძალიან სახალისოა, თუმცა ჩვენთვის ეს ემოციური მომენტიც აღმოჩნდა, განსაკუთრებით დები ალენისთვის, რომელიც ეპიზოდს დგამდა. ის სწორედ ამ სცენარის გადაღებებს ხელმძღვანელობდა, როდესაც მოგვიწია მასთან მისვლა, გვერდით გაყვანა და მომხდარის შეტყობინება.“

„ცხადია, ეს წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, მაგრამ სიუჟეტის მეშვეობით შევძელით, მისთვის პატივი მიგვეგო. ეს მართლაც წარმოუდგენელი გამოცდილება იყო. არ მესმის, როგორ შეძლო დებიმ ამის გაკეთება. იმ დღეს ამ სიუჟეტს პირდაპირ გადასაღებ მოედანზე ვიღებდით, ეპიზოდის სახელწოდება კი დოლი პარტონის სიმღერის სათაურია –  It’s All Wrong, But It’s All Right.

სერიალ „გრეის ანატომიის“ 23-ე სეზონის პრემიერა ინტერვიუს გამოქვეყნების დღესვე შედგა. ახალი სეზონის მოვლენები წინა სეზონის დასასრულს აგრძელებს, როდესაც კევინ მაკკიდისა და კიმ რეივერის პერსონაჟებმა სეზონის ბოლოს ექიმის ხალათები გაიხადეს. შონდა რაიმსის მიერ შექმნილი სერიალის პრემიერა 2005 წელს შედგა. ზოგიერთმა გულშემატკივარმა უკვე დაიწყო ფიქრი იმაზე, გამოვა თუ არა სერიალის 24-ე სეზონი. 

„ჩემთვის არავის უთქვამს, რომ დასასრული ახლოვდება, რისთვისაც მადლიერი ვარ“, – აღნიშნა მარინისმა ამ საკითხზე საუბრისას. „იმის გათვალისწინებით, თუ რისი გაკეთება შეძლო ამ სერიალმა, იმედია, დასრულებამდე გარკვეული დროით ადრე გამაფრთხილებენ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რაც ამჟამად ინდუსტრიაში ხდება, ეს საკითხი მუდამ გონებაში მაქვს.“

პარტონის გარდაცვალებამ მუსიკალურ ინდუსტრიასა და ზოგადად კულტურულ სამყაროში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მუსიკალურმა ლეგენდამ სოლო შემსრულებლის რანგში Billboard Hot 100-ის ჩარტში კარიერის განმავლობაში 23 სიმღერა დააგროვა, მათ შორისაა ორი ლიდერი ჰიტი.

ბოლო კვირების განმავლობაში მისი მემკვიდრეობის წარმომადგენლობასა და მის ძმისშვილ ბრაიან სივერს შორის სამართლებრივი დავა გაჩაღდა. დიდი ხნის განმავლობაში სივერი პარტონის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და სწორედ მან ამცნო ფანებს მომღერლის გარდაცვალება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bird Tale – ბექა გოჩიაშვილისა და კატო კვარაცხელიას ერთობლივი ნამუშევარი ახალი ალბომიდან

შემდეგი სტატია

ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი