მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუ
YouTube

ლოს-ანჯელესში Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუ ჩატარდა. წლევანდელი ღონისძიება ტრადიციულად ცოცხალი მუსიკით გაფორმდა, სადაც ყველა მონაწილე მომღერალი ქალი იყო. პროგრამამ პოპის, ჰიპ-ჰოპის, ქანთრისა და K-Pop-ის ნომრები გააერთიანა.

სცენაზე გამოვიდნენ გლობალური მუსიკალური ინდუსტრიის გამორჩეული არტისტები. მათ შორის იყო Megan Thee Stallion, რომელმაც თავისი ჰიტები – Her და Body შეასრულა. მუსიკალური გაფორმების ერთ-ერთი ყველაზე ვირუსული მომენტი შექმნა თანამედროვე პოპის ვარსკვლავმა ტეიტ მაკრეიმ. შემსრულებლებს შორის ასევე იყვნენ ჯგუფი KATSEYE და ქანთრი მუსიკის წარმომადგენელი მეგან მორონი.

ტეიტ მაკრეი
Victoria’s Secret Fashion Show

რაც შეეხება მოდელებს, წელს სამოდელო შემადგენლობა აერთიანებდა როგორც ლეგენდარულ „ანგელოზებს“, ისე პოდიუმის ახალ სახეებსა და პოპკულტურის ცნობილ ვარსკვლავებს. პოდიუმზე გამოჩნდნენ ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ბელა ჰადიდი, კანდის სვანეპული, ჯიჯი ჰადიდი და ანოკ იაი. Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.

მატილდა გვარლიანი
Victoria’s Secret Fashion Show

შოუს მთავარი მომენტი კაილი ჯენერის გამოჩენა იყო, რომელმაც 2026 წლის Victoria’s Secret-ის შოუზე ისტორიული და წარმოუდგენლად ძვირადღირებული Fantasy Bra მოირგო, რომლის ღირებულებაც 22 მილიონი დოლარია.

კაილი ჯენერი
Victoria’s Secret Fashion Show

Victoria’s Secret Fashion Show მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სანახაობრივი მოდის შოუა, რომელიც ბრენდმა პირველად 1995 წელს გამართა. წლების განმავლობაში Victoria’s Secret-ის სცენა მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე დიდმა ვარსკვლავებმა გააფორმეს. მათ შორის იყვნენ: რიანა, ტეილორ სვიფტი, კანიე უესტი, ჯასტინ ბიბერი, The Weeknd და სხვები.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

შემდეგი სტატია

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი