ემი უაინჰაუსის Back to Black-ის ხელახალი გამოცემა ალბომს ჩარტების ტოპ ათეულში აბრუნებს

გარდაცვლილი მომღერლის მეორე სტუდიური ალბომი ოთხი სხვადასხვა ჩარტის ათეულში შევიდა.

ხელახალი გამოცემის შემდეგ, ემი უაინჰაუსის გრემის მფლობელი ალბომი Back to Black „ბილბორდის” ოთხი ჩარტის ტოპ ათეულში დაბრუნდა. ალბომის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი ახალი გამოცემა 23 ოქტომბერს გამოვიდა. ჩანაწერი ტოპ ათეულში შემდეგ ჩარტებში შევიდა: Indie Store Album Sales – მე-3 ადგილი, Vinyl Albums – მე-4 ადგილი, Top Album Sales – მე-7 ადგილი და Top R&B Albums – მე-7 ადგილი. ამასთანავე, Back to Black ყველა ჟანრის Billboard 200-ში 42-ე პოზიციით დაბრუნდა.

2008 წელს Back to Black-მა Billboard 200-ში მეორე ადგილი დაიკავა. იმავე წელს გრემის დაჯილდოებაზე ემი უაინჰაუსმა ხუთი ნომინაცია მოიგო: წლის ჩანაწერი, წლის სიმღერა, ქალის საუკეთესო პოპ-ვოკალური შესრულება (Rehab), საუკეთესო ახალი შემსრულებელი და საუკეთესო პოპ-ვოკალური ალბომი (Back to Black).

ალბომის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად 23 ოქტომბერს მისი რამდენიმე ახალი ვერსია გამოვიდა. მათ შორისაა გაფართოებული ვერსია, რომელშიც აქამდე გამოუქვეყნებელი B-მხარის ჩანაწერები, დემო ვერსიები და ცოცხალი კონცერტის ჩანაწერია შესული.

Back to Black ემი უაინჰაუსის მეორე და უკანასკნელი სტუდიური ალბომია, რომელიც მომღერლის გარდაცვალებამდე გამოიცა. ალბომში შედის Billboard Hot 100-ის ორი სინგლი: You Know I’m No Good და Rehab, რომელმაც მე-9 ადგილი დაიკავა.

Luminate-ის მონაცემებით, 29 ოქტომბრით დასრულებულ საანგარიშო კვირაში Back to Black-მა აშშ-ში 16 000 ალბომის ეკვივალენტური ერთეული გაყიდა, რაც წინა პერიოდთან შედარებით 185%-იანი ზრდაა. აქედან 11 000 ერთეული უშუალოდ ალბომის გაყიდვებზე მოდის (885%-იანი ზრდა), დანარჩენი კი სტრიმინგსა და ცალკეული სიმღერების გაყიდვებს უკავშირდება. ჩარტების შედგენისას ალბომის ძველი და ახალი გამოცემების გაყიდვები ერთიანდება.

Back to Black ყველაზე გაყიდვადი ალბომების ჩარტის ტოპ ათეულში მოხვედრილი შვიდი ახალი ან ხელახლა შესული ალბომიდან ერთ-ერთია. დებიუტთა შორის უმაღლესი შედეგი ანდერსონ პააკისა და Cordae-ს ერთობლივმა პროექტმა Heavy Is the Crown დააფიქსირა. My Chemical Romance-ის ალბომმა The Black Parade კი, რომელიც ასევე 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოვიდა, 29-ე ადგილიდან პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tbilisi Open Air Winter Edition 2027

Tbilisi Open Air-ის ზამთრის ფესტივალი 2027 წელს გუდაურში ბრუნდება

შემდეგი სტატია

მუსიკოსმა სალომე ესაძემ ახალი სინგლი – I Will See You Again გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პიტერ ბერგი რიანას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის გამოსვლის იმედს არ კარგავს

2023 წელს რეჟისორმა განაცხადა, რომ პროექტზე ექვს-ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა.
მეტი

იქნება თუ არა All I Want for Christmas Is You წელსაც პირველი საშობაო სიმღერა, რომელიც ჩარტის პირველ ადგილს დაიკავებს?

ჯერ უცნობია, მოიპოვებს თუ არა კვლავ პირველობას ქერის კლასიკად აღიარებული ჰიტი Hot 100-ის ჩარტში და შეძლებს თუ არა Wham! პირველად გავიდეს №1 პოზიციაზე. Billboard-ის სარედაქციო გუნდი ამ და სხვა კითხვებს პასუხობს.
მეტი

ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ „შიმშილის თამაშები“ საუნდტრეკების ჩარტის პირველ ადგილს უბრუნდება

The Hunger Games: Sunrise on the Reaping (The Album), რომელშიც ნოა კაჰანის, ელა ლენგლისა და სხვა შემსრულებლების მუსიკაა წარმოდგენილი, გამოსვლისთანავე ჩარტის სათავეში მოექცა.
მეტი
ქეთათო ნერგაძე -„მიპოვნე" ფოტო: ზუკა სიმონიშვილი

ქეთათო ნერგაძის ახალი სიმღერა „მიპოვნე“  –  მარტოობის, საყრდენის ძიებისა და პოვნის ამბავზე

„ადამიანი ყველაზე მარტოსულად მაშინ გრძნობს თავს, როცა უნდა, რომ ვიღაცამ იპოვოს“...
მეტი
DillaNext x PINO - IRAO DANCE (prod. eth3rnet) (Lyric Visualizer)

DillaNext-ის და PINO-ს ახალი მუსიკალური ტრეკი IRAO DANCE

კომპოზიციის მთავარი მესიჯი კონფუცის ცნობილ გამონათქვამს ეფუძნება: Never give a sword to a man who can't dance (არასოდეს მისცე ხმალი ადამიანს, რომელსაც ცეკვა არ შეუძლია).
მეტი

შაკირამ და ფიფას გლობალურმა სამოქალაქო საგანმანათლებლო ფონდმა ის ორგანიზაციები დაასახელეს, რომლებიც ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ გრანტებს მიიღებენ

ხუთი ორგანიზაცია ჯამში 450 000 აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რათა აღადგინოს დაზიანებული ინფრასტრუქტურა და 13 000-ზე მეტი ბავშვისთვის ხარისხიანი განათლება უზრუნველყოს.
მეტი
Kodak Black ფოტო: Rockstar Games

რეპერ Kodak Black-ს ვიდეოთამაშ GTA 6-ში საიდუმლო რადიოსადგური აქვს – ნახეთ, როგორ შეგიძლიათ მისი განბლოკვა 

გეიმერებმა ასევე აღმოაჩინეს კიდევ ერთი საიდუმლო სადგური, რომელსაც გამოგონილი DJ Pretzel უძღვება.
მეტი