ალანის მორისეტი თავს პანსექსუალად აცხადებს

მუსიკოსმა ამის შესახებ პოდკასტში სტუმრობისას ისაუბრა.
ალანის მორისეტი
EZRA SHAW/GETTY IMAGES

ალანის მორისეტმა განაცხადა, რომ თავს პანსექსუალად მიიჩნევს. ეს ინფორმაცია მან პოდკასტში სტუმრობისას გაამხილა. მომღერალმა, რომელმაც ახლახან თავისი პირველი საშობაო ალბომი Good Weather for Immaculate Conception გამოსცა, Handsome Podcast-ში მიიღო მონაწილეობა, როგორც პოდკასტის პირველი ფიზიკური სტუმარი.  

„ვწუხვარ იმ მამაკაცების გამო, რომლებმაც გული გატკინეს, მაგრამ არ ვწუხვარ იმ სიმღერების გამო, რომლებიც ამის შედეგად შეიქმნა. ისინი მართლაც შესანიშნავია,” – უთხრა მორისეტს ერთ-ერთმა წამყვანმა, კომიკოსმა ფორჩენ ფეიმსტერმა, რომელიც პოდკასტს ტიგ ნოტაროსა და მეი მარტინთან ერთად უძღვება. „რაღაც მომენტში ხომ არ გიფიქრია, რომ ამის გამო ლესბოსელი გამხდარიყავი?“

„მე პანსექსუალი ვარ, ასე რომ, დიახ“, – უპასუხა მორისეტმა. „ყველაფრისთვის ღია ვარ.”

GLAAD-ის განმარტებით, პანსექსუალი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია განიცადოს ხანგრძლივი ფიზიკური, რომანტიკული ან ემოციური მიზიდულობა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მისი გენდერული იდენტობის მიუხედავად. ტერმინი განსხვავდება ბისექსუალისგან. ბისექსუალობა გულისხმობს მიზიდულობას ერთზე მეტი გენდერის წარმომადგენელთა მიმართ, პანსექსუალობის შემთხვევაში კი ადამიანის გენდერი მიზიდულობის განმსაზღვრელი ფაქტორი არ არის.

შემდეგ ტიგ ნოტარომ ჰკითხა: „მოიცა, მართლა პანსექსუალი ხარ?“ რაც მორისეტმა დაადასტურა. ნოტარომ კი, რომელმაც ხუმრობით აღნიშნა, რომ გადაცემა ამ ინფორმაციით უნდა დაეწყოთ, აღნიშნა: „ეს აქამდე როგორ არ ვიცოდი?“ მორისეტმა კი უპასუხა: „ასეთი ამბების ეპილოგისთვის შემონახვა მიყვარს. მომწონს, ბოლოს ხალხს რომ ვაბნევ. არის ეს დამაბნეველი?”

ალანის მორისეტს Billboard 200-ის ჩარტის სამი ლიდერი ალბომი აქვს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა Ironic 1996 წელს Hot 100-ის მეოთხე ადგილზე გავიდა. მორისეტი მუსიკოს მარიო ტრედვეიზე დაქორწინდა, რომელიც ცნობილია სასცენო სახელით Souleye. წყვილს სამი შვილი ჰყავს. 

მორისეტის 14-სიმღერიანი საშობაო ალბომი Good Weather for Immaculate Conception 6 ნოემბერს გამოვიდა. ალბომის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიციაა Beautiful Star of Bethlehem, რომელიც მან ბრენდი კარლაილთან და სტივ მარტინთან ერთად ჩაწერა. მეორე სინგლის, To an Empath at Christmas Time-ის მუსიკალური ვიდეო კი 7 ნოემბერს გამოქვეყნდა. 

ნახეთ ალანის მორისეტის სტუმრობა პოდკასტში: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Madame Courtesy Billboard Italy

Billboard Italy Women in Music 2026-ის ყველა საპატიო ჯილდოს მფლობელი ცნობილია

შემდეგი სტატია

არიანა გრანდე, რობერტ დე ნირო და ბენ სტილერი ჯიმი ფელონის შოუში საშობაო სიმღერას – O Christmas Tree ასრულებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი