არიანა გრანდე, რობერტ დე ნირო და ბენ სტილერი ჯიმი ფელონის შოუში საშობაო სიმღერას – O Christmas Tree ასრულებენ

გადაცემის ახალი ეპიზოდის პრემიერა NBC-ის ეთერში 8 ნოემბერს შედგა.
ბენ სტილერი, რობერტ დე ნირო და არიანა გრანდე The Tonight Show-ში. 2026 წლის 8 ნოემბერი.
‘THE TONIGHT SHOW STARRING JIMMY FALLON’/YOUTUBE

არიანა გრანდე, რობერტ დე ნირო და ბენ სტილერი ჯიმი ფელონს The Tonight Show-ში ეწვივნენ და გადაცემის სპეციალურ გამოშვებაში საშობაო სიმღერების შემსრულებელ ტრიოდ მოგვევლინენ. გადაცემა NBC-ის ეთერში 8 ნოემბერს გამოვიდა, იქამდე კი, Billboard-ზე პრომო გავრცელდა.

გადაცემის ამ ეპიზოდში ფელონი როკფელერის ცენტრის 2026 წლის საშობაო ნაძვის ხის დადგმას აღნიშნავს. რობერტ დე ნირო და ბენ სტილერი ჯიმი ამ ზეიმს მოულოდნელი პერფორმანსით შეუერთდნენ და ტრადიციული სიმღერა – O Christmas Tree შეასრულეს.

ვოკალური პარტიის მთავარი შემსრულებელი, ცხადია, არიანა გრანდე იყო. გარდა სიმღერისა, არიანა, დე ნირო და სტილერი ფელონს გადაცემის განმავლობაშიც ესაუბრნენ. შოუს მუსიკალური სტუმარი რეპერი Lil Baby იყო. 

მსახიობების ერთობლივი გამოჩენა მათი ახალი ფილმის, Focker-in-Law-ის პიარ კამპანიის ნაწილია. პოპულარული ფილმის ახალი ნაწილი კინოთეატრებში 25 ნოემბერს გამოდის. არიანა გრანდე ოლივია ჯონსის როლს ასრულებს, რომელსაც გრეგისა და პემის უკვე გაზრდილ ვაჟთან აქვს რომანტიკული ურთიერთობა.

8 ნოემბრის გადაცემა ოთხი სპეციალური გამოშვებიდან მეორეა, რომლებიც ამ სეზონზე NBC-ზე სპორტული მატჩის ტრანსლაციის შემდეგ გადის. პირველი ასეთი გადაცემა 27 სექტემბერს გამოვიდა, სადაც სტუმრები სილვესტერ სტალონე და ლუკ ბრაიანი იყვნენ.

15 ნოემბრის კვირის გადაცემას ჯენიფერ ლოპესი და ენტონი მაკი ეწვევიან, მუსიკალურ ნომერს კი რეპერი Quavo შეასრულებს. კიდევ ერთი სპეციალური ეპიზოდი 10 იანვარს იგეგმება, სტუმრების ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ალანის მორისეტი თავს პანსექსუალად აცხადებს

შემდეგი სტატია

მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი