ჰარი სტაილსმა ჰელოუინის სპეციალური კონცერტის კადრსმიღმა ვიდეო გაავრცელა

ამ შოუთი მუსიკოსმა Madison Square Garden-ის 30-კონცერტიანი სერია დაასრულა.
ჰარი სტაილსი და ჯეილენ ბრანსონი. ნიუ-იორკი, 2026 წლის 31 ოქტომბერი.
ANTHONY PHAM

9 ნოემბერს ჰარი სტაილსმა Spotify-სთან თანამშრომლობით გულშემატკივრებს Harryween-ის ექსკლუზიური კულისებსმიღმა კადრები გაუზიარა. Harryween არტისტის ტრადიციული, ჰელოუინის სპეციალური კონცერტია, რომელიც ამჯერად ნიუ-იორკული ტურნე-რეზიდენციის – Together,Together-ის ფინალური შოუს სახით გაიმართა და ზუსტად 31 ოქტომბერს დაემთხვა.

„დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ“, – ამბობს სტაილსი ვიდეოს დასაწყისში. შემდგომი კადრები კი კონცერტამდე 10 საათით ადრეა გადაღებული და ასახავს, თუ როგორ მიემართება ის მანჰეტენზე მდებარე Madison Square Garden-ისკენ.

არენაზე შესვლის შემდეგ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ემზადება ვარსკვლავი შოუსთვის და დარბაზის კიბეებზე დარბის. პარალელურად იწყება ჰიტი Ready, Steady, Go!, რომელმაც Billboard Hot 100-ში მე-15 ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ ჰარი საგრიმიოროში მიდის და თავის ცნობილ Pizza Rat-ის კოსტიუმს ირგებს.

Harryween-მდე გამართულ შოუზე ჰარის ელვის პრესლის კოსტიუმი ეცვა და 2010 წლის X Factor-ის შესარჩევი ტურის იმიჯიც გააცოცხლა, უშუალოდ Harryween-ისთვის კი Pizza Rat-ის იერსახე აირჩია. სპეციალური კოსტიუმებით გამოჩნდნენ მისი ბენდის წევრებიც, რომლებიც ნიუ-იორკის სხვა სიმბოლოებად – ჰოთ-დოგებად და ყვითელ ტაქსებად გარდაიქმნენ. 

ფინალურ კონცერტზე New York Knicks-ის კაპიტანმა, ჯელენ ბრანსონმა სტაილსს სამახსოვრო ბანერი გადასცა, რომელიც მომღერლის 30-კონცერტიან უპრეცედენტო სერიას მიეძღვნა. ამასთან, Madison Square Garden-ის სივრცეში ახალი გამოფენა – Defining Moments გაიხსნა,სადაც ჰარის 10-კვირიან რეზიდენციასთან დაკავშირებული ექსპონატები გამოიფინა.

ვიდეოს დარჩენილ ნაწილში ჩანს, როგორ ერთობა სტაილსი სცენაზე.

Together, Together-ის შოუების სერია 27 ნოემბერს ავსტრალიური ტურნეთი განახლდება, სადაც 6 კონცერტია დაგეგმილი, რის შემდეგაც არტისტი მცირე პაუზას აიღებს. სცენას ის 2-3 აპრილს დაუბრუნდება და შოუს არიზონაში მდებარე State Farm Stadium-ზე გამართავს. ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეს მეორე ეტაპი 2027 წლის 5 ივნისამდე გაგრძელდება, 2 ივლისიდან კი ევროპული 19-კონცერტიანი ტური დაიწყება, რომელიც   ლონდონის ლეგენდარულ სტადიონზე – Wembley-ზე, ჯგუფ Tears for Fears-თან ერთად გამართული სამი შოუთი დასრულდება. 

სტაილსის ეს მასშტაბური ტურნე მისი მეოთხე სტუდიური ალბომის – Kiss All the Time. Disco,Occasionally-ს მხარდასაჭერად იმართება. ალბომის დებიუტი Billboard 200-ის სათავეში შედგა,ხოლო სინგლმა, სახელწოდებით Aperture Billboard Hot 100-ის პირველი ადგილი დაიკავა. ალბომში შედის სხვა ჰიტებიც: American Girls, Dance No More და Coming Up Roses.

იხილეთ Together, Together: Harryween Edition-ის კულისებსმიღმა სრული ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

პოლ მაკარტნი მილიარდერი და მსოფლიოში მესამე ყველაზე მდიდარი მუსიკოსია

შემდეგი სტატია

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი